მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

IFA-ს ღონისძიება ხვალ იწყება: სმარტფონები-Sony Xperia XZ3, Nokia 9, Huawei Kirin 980 და HTC U12 Life

IFA-ს ღონისძიბა ხვალ იწყება და ჩვენ ამ ღონისძიებაზე სმარტფონების გარდა ვიხილავთ სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებსაც, მათ შორის იქნება ტელევიზორებიც, კამერებიც, მაცივრებიც და ა.შ., თუმცა ამჯერად სმარტფონების შესახებ მოგიყვებით.

SONY

მიუხედავად იმისა, რომ Sony-სგან უკვე ვიხილეთ ფლაგმანური “Xperia XZ2”-ის სერია, აღნიშნულ ღონისძიებაზე კიდევ ორ ფლაგმანურ სმარტფონს ვიხილავთ, საიდანაც ერთი უბრალოდ XZ2-ის განახლებული ვარიანტი იქნება, ხოლო მეორე ვარიანტს Sony-ს სმარტფონების ისტორიაში პირველად ექნება OLED ეკრანი და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. ასევე ვიხილავთ ახალ ტექნოლოგიებს სმარტფონების შიგთავში, თუმცა კონკრეტული მახასიათებლები ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია.

NOKIA

საინეტერესო და აღორძინებული სმარტფონების შემოთავაზების შემდეგ ახალი კამერაფონის დრო დადგა, Nokia-სგან ტექნოლოგიური სამყარო ახალ სუპერ კამერაფონს ელოდება, რომელსაც Pureview ტექნოლოგიის კამერა ექნება და თავს Zeiss ლინზებითაც მოგვაწონებს. ჩვენ ვიხილავთ Nokia 808 Pureview-ს აღორძინებულ ვარიანტს 5 მთავარი კამერით.

HUAWEI

სმარტფონების ბაზარზე გაყიდვებით მეორე ადგილის დაკავების შემდეგ Huawei კიდევ უფრო გააქტიურდა და ამჯერად მსოფლიოში პირველ 7 ნანომეტრიანი არქიტექტურით შექმნილ Kirin 980-ის ჩიფსეტის წარმოგვიდგენს.

HTC

ბოლო წლები HTC-ისთვის სრულიად უინტერესო იყო და დანაკარგის რეკორდულ მაჩვენებლები აქვს დღემდე, თავისი ახალი სმარტფონი უკვე Foxconn-ის ქარხანაში იწყობა და შედეგიც სახეზე გვაქვს. ინტერნეტში გავრცელებული ფოტო მასალების მიხედვით U12 Life-ი Pixel 2-ის და iPhone X-ის დიზაინერული შერწყმა არის, რომელსაც Snapdragon 660-ის ჩიფსეტით ვიხილავთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close