TOPთვისმთავარი

IFA 2018 – საუკეთესო სმარტფონები

მოგეხსენებათ, ბერლინში მსოფლიოს ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მოვლენა მიმდინარეობს, რომელიც 5 სექტემბრამდე გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ფავორიტმა კომპანიებმა უკვე წარადგინეს სმარტფონები, რომლების ხილვასაც მაყურებლები უკვე დიდი ხანია ელოდებიან. ამ სტატიასი წარმოგიდგენთ IFA 2018-ის საუკეთესო სმარფონებს.

1. Sony Xperia XZ3

მაშ ასე, კონფერენციის ნამდვილი ფავორიტი სონის ახალი ფლაგმანია,XZ3-ია. მთავარი სიახლე მაინც დიზაინია, რომელიც ძალიან განსხვავდება წინა მოდელისგან. ახალ სმარტფონს შედარებით მოხრილი ეკრანი აქვს კუთხეებში, მეტად ლამაზია და ზედაპირზე ეკრენის ნაწილიც გაზარდეს. ეს ყველაფერი არ არის, ეს სონის პირველი სმარტფონია OLED ეკრანით და ალბათ ამან გაამართლა კიდეც, რადგან აღნიშნული მობილური საუკეთესო ეკრანის მქონე სმარტფონად აღიარეს.
კამერაში დიდი ცვლილებები არ არის, მთავარი კამერა ისევ ერთლინზიანი 19 მეგაპიქსელიანია, თუმცა სელფის კამერა უფრო მეტად დაიხვეწა. ასევე ანდროიდის ბოლო ვერსია – 9.0 სწორედ XZ3-ში გვხდება. ფასი დაახლოებით 900 დოლარია.

2. HTC U12 Life

როდესაც სმარტფონების უპირატოსებებზე ვიწყებთ ლაპარაკს, აღნიშნული მოდელში მისი ფასი უნდა დავაფიქსიროთ – 349 დოლარი და უამრავი შესაძლებლობა. როგორც ჩანს, HTC ითვალისწინებს მომხარებლების აზრზს და ბოლო ფლაგმანის – HTC U12 + ის უარყოფითი თვისებები გამოასწორეს. 6.0 ინჩიანი სმარტფონი, დახვეწილი დიზაინით და, რაც მთავარია, 3600 მილიამპერიანი ელემენტი დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ. პროცესორი SnapDragon 636-ია, ხოლო მეხსიერება კი 128-მდე ადის.

3. LG G7 & G7 FIT

LG-იმ თავი ორი ახალი სმარფონით გამოიჩინა და მიბაძა მის კონკურეტ ბრენდებს, რადგან ფლაგმანთან ერთად გამოუშვა მისი შედარებიტ იაფიანი ვარიანტი. რეალურად, ტექნოლოგიურმა სამყარომ არ იცოდა, თუ რას შემოგვთავაზებდა LG, ამიტომაც აღნიშნული სმარტფონები მოულოდნელი იყო. ეს კომპანიის ახალი პროექტია, ორივე სმარტფონი სუფთა ანდროიდს გვთავაზობს და Android One-ზე მუშაობს, მაგრამ მთავარი იმედგაცრუება სმარტფონის შიგნითაა, სადაც თქვენ ერთი წლის წინანდელი SnapDragon 835 დაგხვდებათ, 4 გიგაბაიტიანი რამით. ხოლო, LG G7 FIT-ის შემთხვევაში კი, კიფევ უფრო ძველი – SnapDragon 821.

4. Huawei Mate 20 Lite

ჰუავეის უახლეს სმარტფონში კირინ 710, 4 გბ-იანი რამი, კარგი ეკრანი და 6.3 ინჩიანი ეკრანი არ არის ყველაფერი, რასაც მისგან უნდა ველოდეთ. მისი მთავარი უპირატესობა კამერაა, წინ 2 კამერა აქვს 24 და 2 მეგაპიქსელიანი, რომელიც იდეალური სელფების გადაღებას გპირდებათ Potrait ფუნქციით. მთავარი კამერაშიც იგივე მოდულირებაა, 20 და 2 მეგაპიქსელიანი კამერით და უფრო ფართო და სიბნელეში კარგი ფოტოების გადასაღებად, ეს ყველაფერი კი 500 დოლარი დაგიჯდებათ.

6. ZTE Axon 9 Pro

კომპანიამ მისი ბოლო მოდელის Axon 7-ის მერე 8 გამოტოვა და პირდაპირ 9 შემოგვთავაზა, 6.21 ინჩიანიუ ეკრანით, სნაპდრაგონ 845, 6 რამით. როგორც ხედავთ, მისი მონაცემები პრემიუმ კლასისაა. ასევე 20 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა და სახის ამომცნობი სისტემა. უკან ორი მთავარი კამერა აქვს, 20 და 12 მეგაპიქსელიანი ლინზებით. როგორც ხედავთ, კომპანია აპირებს კონკურენცია გაუწიოს წლის მთავარ სმარტფონებს, მისი ფასი კი დაახლოებით 750 დოლარია.

7.  Honor Play

ლამაზი სმარტფონების მოყვარულებს ჰუავეიმ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა, რომელსაც კირინ 970 აქვს და თქვენს ყველანაირ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. კარგი კამერა, ანდროიდ 8.1, კარგი გამოსახულება და, რაც მთავარია, 3750 მილიამპერიანი ელემენტი  მისიტ სიამოვნებას უფრო გაგიგრძელებთ, ამ ყველაფროის ფასი კი 390 დოლარია. როგორც ხედავთ, ჰუავეი აგრძელებს ზრუნვას საშუალო კლასის სმარტფონების მოყვარულებზე.

8. BlackBerry KEY2 LE

თუ სმარტფონებზე კლავიატურა გხიბლავთ და სმათში ბევრის გადახდა არ გინდათ, აღნიშნული სმარფონი თქვენთვისაა. სნაპდრაგონ 836, 32/64 შიდა მეხსიერება და უფრო მეტის ხარჯვის მოყვარულთათვის Micro SD.  მთავარი კამერა ორი აქვს, 13 და 5 მეგაპიქსელიანი, ხოლო სელფის კამერა 8 მეგაპიქსელიან ლინზას შემოგთავაზებთ. ეს ყველაფერი კი ძალიან ხელ მისაწვდომ ფასად – 400 დოალრი.

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close