მთავარისიახლეები

IFA 2018 – Samsung-ის 8K ტელევიზორი

თქვენ, ალბათ, არ გჭირდებათ 33 მილიონი პიქსელი, მაგრამ უბრალოდ გინდათ, რომ გქონდეთ. სამსუნგი კი ამაში დაგეხმარებათ. მისი ახალი 85 ინჩიანი ტელევიზორი დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ, პიქსელების რაოდენობა 33 მილიონია და ის 4-ჯერ აღემატება სტანდარტულ 4K გამოსახულებას. რეალურად, თქვენ ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახავთ, რადგან ადამიანის თვალს არ შეუძლია ამხელა რეზოლუციებზე განსხვავების პოვნა. გაყიდვაში ბრიტანეთში ოქტომბერში ჩაეშვება. პროდუქტის ყველაზე მიმზიდველი მხარე მაინც ისაა, რომ მასში მთავარ როლს ხელოვნური ინტელექტი თამაშობს.
აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ სამსუნგი რაღაც განსაკუთრებულს ამზადებდა ბერლინის ტექნოლოგიური მოვლენისთვის, მაგრამ ეს დაზუსტებული არ იყო. რეზოლუცია 680 x 4320 პიქსელია, რაც 16 ჯერ მეტია  Full HD -ზე. მაგრამ, როგორც გითხარით, მისი მთავარი უპირატესობა ხელოვნური იტელექტია. ტელევიზორის ალგორითმი ისეა დაწერილი, რომ როდესაც ტელევიზორი აფიქსირებს, რომ შესაძლებელია პიქსელების მომატება, ის თვითონ უმატებს. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ტელევიზორი თვითონ აკონტროლებს გამოსახულებას და ცდილობს მაქსიმალურად გარჩევადი გახადოს იგის. ამისთვის სამსუნგს ახალი პროცესორი დასჭირდა,  Quantum Processor 8K.


ამ ყველაფერთან ერთად კომპანიამ სცადა პროდუქტი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და ამიტომაც ოთხი ვერსია გამოუსა – 65,75,82 და 85 ინჩიანი ეკრანებით. ცნობილი არ არის, თუ რომელი მოდელი ჩეშვება გაყიდვაში ჯერ, მაგრამ თუ ჩვენი კედლების ზომებს გავითვალისწინებთ, უფრო პატარა ეკრანები უფრო მოსალოდნელია.
“რატომ 8K?” – უკვე არსებობს 4K გამოსახულება და ის იდეალურია. რეალურად არ არსებობს მიზეზი მისი განვითარებისა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის თვალის ლიმიტებს ცდება. ამ შეკითხვაზე კი სამსუნგა ასეთი პასუხი გასცა – იმიტომ, რომ ხალხს უფრო დიდი ეკნარები მოსწონს. იმიტომ, რომ მომხარებლებს ეს უნდათ. და ამაში სამსუნგი არ ცდება, თუ აქამდე მთავარი ტელევიზორები 50 ინჩიანი ეკრანით გამოდიოდა, ახლა ფლეგშიფები 65 ან მეტი.
მოკლედ, შეგახსენებთ, რომ პროდუქტი გაყიდვაში ოქტომბერში ჩაეშვება, მისი ფასი სამწუხაროდ ჯერ უცნობია.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close