მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

ყველაზე გავრცელებული iPhone SE 2-ის ფოტოები, რომელიც მის დიზაინს ადასტურებს!

Apple-ის ფანები მოუდთმენლად ელოდებიან iPhone SE 2-ის გამოჩენას, რომელიც შესაძლოა 4 ივნისის ღონისძიებაზე ვიხილოთ. ამ პოსტით გთავაზობთ iPhone SE 2-ის გავრცელებულ ფოტოებს, სადაც მის დიზიანი დასტურდება.

ქეისების მწარმოებელმა OLIXAR-მა iPhone SE 2-ის რენდერი გამოაქვეყნა სილიკონის ქეისთან ერთად.

ამავე კომპანიამ არამხოლოდ ქეისში მოთავსებული iPhone SE2-ის რენდერი შემოგვთავაზა, არამედ CAD რენდერიც, რომელიც შედარებულია iPhone 5S-თან და ზომებითაც უტოლდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ SE 2-ს დაახლოებით 5.0 დიუმიანი ეკრანი ექნება.

ტექნოლოგიური სიაახლეების პორტალმა BGR-მა iPhone SE 2-ის რენდერი გამოაქვეყნა, რომელიც მის წინა ვერსიასთან არის შედარებული.

ჩინურ სოციალურ ქსელზე Weibo-ზე გამოჩნდა iPhone SE 2-ის ფოტო ჩართულ მდგომარეობაში.

ინსაიდერმა Onleaks-მა iPhone SE 2-ის ვიდეო რენდერი გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა 100%-ით ზუსტი არ ღმოჩნდეს.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close