Sailfish OSმთავარისიახლეები

Jolla-მ Sony-ს Xperia XA2 სერიის სმარტფონებზე Sailfish 3.0-ის განახლება ოფიციალურად გამოუშვა

ფინურმა კომპანია Jolla-მ (რომლის დამუძნებლები გახლავთ Nokia-ს Meego ოპერაციული სისტემის შემქნელები და სწორედ აღნიშნული სისტემის გაგრძელებაა Sailfish OS) პარტნიორი ბრენდის Sony-ს Xperia XA2 სერიის სმარტფონებზე(XA2, XA2 Plus და XA2 Ulta) ახალი ოპერაციული სისტემის Sailfish OS 3.0-ის განახლება ოფიციალურად გამოუშვა.

ახალ სისტემაში Jolla-მ ახალი მენიუ შემოგვთავაზა, სწრაფ პარამეტრებთან და კომბინაციებთან წვდომა მენიუში ყველგან გახდა შესაძლებელი. კლავიატურა უფრო გახდა შესტურ ენაზე დაფუძნებული, განახლდა კამერაც და ალბომის ფუნქციებიც, ახლა დაბლოკილი ეკრანიდან შეძლებთ ბოლო გადაღებული მასალების ნახვას.

8 ნოემბერს აღნიშნულ სამ სმარტფონზე Jolla კიდევ შემოგვთავაზებს განახლებულ სისტემას Sailfish X-ის სახით.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close