ბიზნესიბლოგისიახლეებიტექსტური

Lenovo-ს ახალი მაღაზია მოლარეების გარეშე!

წინა კვირას პეკინში, Lenovo-მ გახსნა მაღაზია მოლარეების გარეშე. იდენტურ სერვისს გვთავაზობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Alibaba, Sam’s club-ი, JD-ი და Amazon-ი. “Lenovo Lecoo Unmanned Store“-ში თქვენ შეძლებთ Cup Noodles-ის, წვენების (ყუთში შეფუთული) და პატარ-პატარა წასახემსი საკვების შეძენას.

მაღაზიაში მოლარეს მაგივრად განთავსებულია პლანშეტი თავისი კამერით, რომელიც მომხმარებლის სახეს აღიქვამს მათი პერსონალური ექაუნთის იდენტიფიცირებისათვის. ესე იგი, სერვისი გვთავაზობს სათანადო პროდუქტის შერჩევას, შემდგომ მის მიღებას და ბოლოს თანხის გადახდას, რომელიც მომხმარებლის ელექტრონული საფულედან ჭამოიჭრება.

როგორც იცით, Lenovo ცნობილია კომპიუტერების, სმარტფონებისა და ჭკვიანი სახლის მოწყობილობების წარმოებით. თუმცა, კომპანიამ Lecoo-ს სახით საკვები ობიექტი შემოგვთავაზა. ბევრი ჩინური ტექ კომპანია ირჩევს მოლარეების გარეშე ობიექტების გახსნას, სადაც საკვები გაიყიდება წასახემსებლად. მაგალითად, Alibaba-ს სასურსათო მაღაზია მომხმარებლებს სთავაზობს სპირტიან სასმელებსა და ზღვის პროდუქტებს. ხოლო JD-ის მაღაზია ყიდის ჩიფსებსა და მსგავს საკვებს.

Lenovo-მ განაცხადა, რომ მათი ახალი წამოწყება ჯერ საცდელ რეჟიმში მუშაობს, რათა მოხდეს დაკვირვება, თუ რაოდენ გაამართლებს აღნიშნული ტექნოლოგია და მოლარის გარეშე სერვისი. ასევე, კომპანია იმედოვნებს, რომ სამომავლოდ სახლში მიტანის სერვისსაც დაამატებს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close