ბლოგისიახლეებისხვატექსტური

LG B8 OLED TV: სამხრეთ კორეული გიგანტის ახალი OLED ტიპის ტელევიზორი

LG-მ როგორც იქნა საკუთარ ტელევიზორებში გამოიყენა OLED ტექნოლოგია, თუმცა შედარებით იაფიანი, რაც ნაკლებად მძლავრი ვიდეო პროცესორითაა განპირობებული. კომპანიამ თავისი უახლესი B8 OLED ტელევიზორი Alpha 7 ჩიპით აღჭურვა. LG-ის წლევანდელ მოდელებზე Alpa 9 ჩიპებია გამოყენებული. შესაბამისად, B8-ის სურათის ხარისხი შარშანდელი LG-ის ტელევიზორების დონისაა, თუმცა სწორედ ძველმა ჩიპმა განაპირობა აღნიშნული ტელევიზორის მომხიბლავი ფასი. B8 ღირს 200$-ი, რომელიც ყველაზე იაფია 2018 წლის LG-ის ტელევიზორთა შორის.

55 ინჩიანი ტელევიზორის ორ ვარიაციას ვხვდებით: OLED55B8PLA-სა და OLED55B8SLC-ს. ძირითადი სხვაობაა სადგამის დიზაინში, რომელიც განსხვავებულ იმიჯს სძენს ტელევიზორებს. B8-ს აქვს ოთხი 4K და HDR თავსებადი HDMI პორტი, სამი სტანდარტული USB-ი მულტიმედიისთვის და აღჭურვილია Wi-fi – Bluetooth-ით. LG-ის ახალი TV ორ ზომის გვხვდება: 55 და 65 ინჩიანი.

LG-ის webOS პლატფორმა Smart ტელევიზორებში ერთ-ერთი მარტივია გამოსაყენებლად. B8-ში შეხვდებით ისეთ აპლიკაციებს, როგორებიცაა Amazon Prime Video, Netflix-ი, YouTube-ი, Now TV და სხვა. რა თქმა უნდა, ტელევიზორი აღჭურვილია Dolby Vision HDR და Dolby Atmos ხმის სისტემით. გამოსახულების თვალსაზრისით, B8 არ არის მაინცდამაინც კაშკაშა ეკრანის მქონე TV, თუმცა, ზემოთ აღნიშნული ფასის გათვალისწინებით ნამდვილად კარგი ტელევიზორია თავის სეგმენტში

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close