მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

LG G7-ის ბიუჯეტური ვარიანტი G7 Fit და AndroidOne პროგრამის ვარიანტი G7 One ოფიცილურად გამოვიდა

LG საშუალო კლასის სმარტფონების წარმოებით დღემდე არაფრით გამოირჩეოდა და კონკურნციასაც ვერ უწევდა სხვა ბრენდებს, თუმცა დღეს სიტუაცია შეცვალა და მანდ ორი ახალი საშალო კლასის სმარტფონები წარმოგვიდგინა, რომელიც გასული 2 წლის განმავლობაში წარმოდგენილი Qualcomm-ის ფლაგმანური ჩიფსეტებით გვაწონებს თავს.

G7 One პირველი სმარტფონია LG-ისგან AndroidOne პროგრამით, რომელშიც გვხდება 6.1 დიუმიანი QHD რეზოლუციის ეკრანი, Snapdragon 835-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა F1.6 დიაფრაგმის მქონე ლინზებით, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა F1.9 დიაფრაგმის მქონე ლინზებით, Quad DAC Hi-Fi აუდიო სისტემა, 3000 მილიამპერიანი ბატარეა და Android 8.1 ოპერაციული სისტემა.

G7 Fit-ის შემადგენლობაში გვხდება 6.1 დიუმიანი QHD რეზოლუციის ეკრანი, Snapdragon 821-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება, 32/64 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა F2.2 დიაფრაგმის მქონე ლინზებით, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა F1.9 დიაფრაგმის მქონე ლინზებით, Quad DAC Hi-Fi აუდიო სისტემა, 3000 მილიამპერიანი ბატარეა და Android 8.1 ოპერაციული სისტემა.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close