მობილური მოწყობილობებისთვისსიახლეებიტექსტური

LG G7 ThinQ მიმოხილვა

კომპანია LG-მ თავისი ახალი სმარტფონი წარადგინა. ეს არის ფლაგმანური G სერიის წარმომადგენელი, LG G7 ThinQ. ასევე როგორც ვიცით ცოტა ხნის წინ ვიხილეთ LG V30 ThinQ, რომელიც პირველი იყო ამ კომპანიისთვის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით კამერაში.  G7 ThinQ წინამორბედებისგან გამოირჩევა უფრო განათებული ეკრანით, უკეთესი ხმითა და უფრო კარგად ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით. და დიახ, მას აქვს ეკრანში შეჭრილი კამერა ე.წ. “კუნძული”, “უნიწარბი”.

მის ტექნიკურ მახასიათებლებს მოკლედ განვიხილავ მოცემულ სტატიაში.

დიზაინი:

წინა და უკანა მხარეს მას ქვს Gorilla Glass 5, ხოლო გვერდები ალუმინისაა. წყლისა და მტვერისგან დაცვისთვის სერთიფიცირებულია IP68 სერთიფიკატით.  ასევე როგორც აღვნიშნეთ ამ მოდელმა აიტაცა წლევანდელი ტენდენცია და მას აქვს ეკრანში შეჭრილი კამერა, თუმცა შესაძლებელია ამ სიცარიელის ამოვსება კუთხეებში. უკანა მხარეს ორმაგი კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერია განთავსებული ვერტიკალურად.

ეკრანი:

სმარტფონის შემადგენლობაშია 6.1 ინჩის ზომის  RGBW IPS LCD ეკრანი, 3120×1440 რეზოლუციით, 19.5:9 ასპექტური თანაფარდობით, რომელსაც ერთ ინჩზე 563 პიქსელი აქვს.

კამერა:

მთავარ კამერად წარმოდგენილია 16 მეგაპიქსელი ზომის სენსორი, F1.6 დიაფრაგმით და 71 გრადუსიანი ხედვის კუთხით. მას აქვს OIS(ოპტიკური სტაბილიზაცია), ლაზერული ავტოფოკუსი. ასევე უკანა მხარეს არის მეორე 16 მეგაპიქსელის ზომის, ფართო ხედვის კუთხის(107 გრადუსი),  მქონე სენსორი, F1.9 დიაფრაგმით, რომელსაც არ აქვს OIS და არც ავტოფოკუსი. ორივე მათგანს აქვს 4K ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა.
წინა კამერად კი გვხვდება 8 მეგაპიქსელის ზომის სენსორი, 90 გრადუსიანი ხედვის კუთხით და 1080p ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით.

მახასიათებლები:

სმარტფონი მუშაობს Android 8.1 ოპერაციულ სისტემაზე. მის შემადგენლობაშია Snapdragon 845 ჩიპსეტი, 128 გიგაბიტი შესანახი მეხსიერება და 6 გიგაბიტიანი ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა ბარათის საშუალებით. ბატარეიის მოცულობა არის 3000 მილიამპერი. აქვს სწრაფი დატენვის და უკაბელო დატენვის მხარდაჭერა.
ასევე სმარტფონის გამოირჩევა კარგი აუდიო სისტემით. მას აქვს Hi-Fi Quad DAC, 2 მიკროფონი, Boombox დინამიკები და ტრადიციული 3.5 მილიმეტრიანი ჯეკი, რომელიც სხვა ბევრ სმარფონში უკვე აღარ გვხვდება.

LG G7 ThinQ მისდევს G სერიის ხაზს, აქვს LG-სთვის დამახასიათებელი ეკრანი, აუდიო სისტემა და კამერები. ვიმედოვნებთ რომ წინა კამერა გაუმჯობესებული იქნება, რადგან მისი წინა ფლაგმანები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ ამით. როგორც მოგეხსენებათ ამ კომპანიის პრობლემა სწრაფად ვარდნადი ფასია. სმარტფონის ფასი შეადგენს დაახლოებით 800 დოლარს, თუმცა შეგვიძლია აქედანვე ვთქვათ რომ მალე დაიკლებს, ამიტომ ვერ გეტყვით რომ ამ სმარტფონის შეძენა ღირს. თუმცა მთლიანობაში შეიძლება ითქვას კარგი არჩევანია მუსიკის მოყვარულთათვის და მათთვის ვისაც უყვარს კადრში რაც შეიძლება მეტი ობიექტი ჩაატიოს.

შეგიძლიათ იხილოთ LG G7 ThinQ ვიდეო.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close