მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

LG G8-ს 4K ეკრანი და 40 მეგაპიქსელიანი 3 მთავარი კამერა ექნება

უკვე 4 წელია მხოლოდ Sony გვთავაზობს სმარტფონებს 4K რეზოლუციით ეკრანით(Xperia Z5 Premium, Xperia XZ Premium და Xperia XZ2 Premium), როგორც ჩანს შემდეგი თაობის ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს 4K რეზოლუციის ეკრანის ტრენდს ვიხილავთ და Sony-ს მრავალწლიან 4K ეკრანების მქონე სმარტფონებს კომპანია LG-ც შეურთედება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ LG-ის ახალ ფლაგმანს 4K LCD ეკრანი ექნება, ხოლო Sony-ს ფლაგმანს 4K RGBW OLED ეკრანი.

ინსაიდერის ცნობით, LG G8-ს ასევე ექნება სამმაგი მთავარი კამერა, საიდანაც ერთი იქნება 1/2.2 დიუმის ზომის 40 მეგაპიქსელიანი სენსორი. მართალია სენსორის ზომა ბევრად პატარა არის, ვიდრე გვხდება Huawei P20 Pro-ზე, თუმცა დღის შუქზე გადაღების დროს შედეგი იდენტური უნდა ჰქონდეს ან უკეთესი ალგორითმების გაწერის შემთხვევაში სიტუაცია შესაძლოა მნიშვნელვნად განსხვავდებოდეს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

2 thoughts on “LG G8-ს 4K ეკრანი და 40 მეგაპიქსელიანი 3 მთავარი კამერა ექნება”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close