ბლოგისხვატექსტური

LulzBot Mini: 1249$-იანი 3D პრინტერი

3D პრინტერები ნელ-ნელა იაფდება, იხვეწება და ბევრად ხელმისაწვდომი ხდება, ვიდრე ეს იყო აქამდე. ადრე, ბაზარზე არსებული 3D პრინტერები იყო მოუხერხებელი, მძიმე, გამოსაყენებლად სახიფათო და ძალიან ძვირი. დღესდღეობით, აღნიშნული პროდუქტი სხვადასხვა კონფიგურაციის, ზომისა და ფორმის გვხვდება. ყოველთვე კი უფრო და უფრო ხელმისაწვდომია მათი შეძენა. თუმცა, ბაზარზე უამრავ 3D პრინტერს შორის არჩევანის გაკეთება არც თუ ისე მარტივია.

დღეს გაგაცნობთ 3D პრინტერს, რომელიც საუკეთესო არჩევანია დამწყებთათვის. ეს გახლავთ LulzBot Mini, მაღალი წარმადობის დესკტოპ 3D პრინტერი, რომელიც იდეალურია სახლის მომხმარებლისთვის, დიზაინერებისთვის, ინჟინრებისთვის, არქიტექტორებისთვის და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს, LulzBot Mini ერთ-ერთი ყველაზე სანდო, მრავალმხრივი და მარტივად გამოსაყენებელი პრინტერია.

უმეტესწილად, 3D პრინტერები სამი რეზოლუციის ვარიანტად გვხვდება: მაღალი, საშუალო და დაბალი. ასევე, არც ისეთი დამაბნეველი პარამეტრების მხარდაჭერა აქვთ, როგორიცაა ექსტრუზიის სისწრაფე, შევსების სიმჭიდროვე და ა.შ. LulzBot Mini არა მარტო აღჭურვილია ამ მნიშვნელოვანი ფუნქციებით, არამედ მისი პროგრამული პაკეტი ნებას რთავს მომხმარებელს სირთულის მიხედვით აირჩიოს პრინტერის კონტროლის შესაბამისი ვარიანტი. პრინტერის საბაზისო ინტერფეისი გვთავაზობს ისეთი პარამეტრების შეცვლას, როგორიცაა ტემპი, სიჩქარე, ფენის სიმაღლე და სხვა. ასევე, LulzBot Mini-ს ბეჭდვის დეტალური პარამეტრები გააჩნია. ერთი სიტყვით, ბრწყინვალე სამომხმარებლო ინტერფეისს ვხვდებით, რომლის დემონსტრირებაც მომხმარებელს სიამოვნებას მიანიჭებს. პრინტერის ფასი კი 1249$-ს შეადგენს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close