TOPბლოგიკვირისსიახლეებიტექსტური

Microsoft-ის სამომავლო პროექტები კოდური სახელწოდებით “Centaurus” და “Andromeda”: რა ვიცით მათ შესახებ

უკვე რამოდენიმე წელია, რაც Microsoft-ი გეგმავს ისეთი მოწყობილობის გამოშვებას, რომელიც არ იქნება ტრადიციული სმარტფონის იერსახის და ექნება გაცილებით მეტი ფუნქციონალი. აქვე გეტყვით, რომ წლების წინ Panos Panay-ს თავისი გეგმები ქონდა Surface Phone-ის შექმნასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი Microsoft-ში Surface-ის განვითარების სულის ჩამდგმელია. დღესდღეობით MIcrosoft-ი Surface ხაზის კუთხით საკმაოდ ხარისხიან პროდუქტს ქმნის. ესენია, Surface Book-ი, Surface Pro, Surface Studio.

რედმონდელების პროექტი “Andromeda” შესაძლოა უახლოეს მომავალში ვიხილოთ და მოგვევლინოს როგორც საკეცი მოწყობილობა. ამასთანავე, Windows Central-ი იუწყება, რომ პროექტ “Centaurus”-ის დიზაინის შემუშავება ერთი წლის წინ დაიწყო, ხოლო მისი ოფიციალური წარდგენა კი 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ეს იქნება ორ ეკრანიანი 2 in 1 გაჯეტი.

მოკლედ, “Andromeda” მოიაზრება ჯიბის ორ ეკრანიან ტელეფონად. Microsoft-ი გეგმავს, რომ Centaurus-ი აღჭურვოს Windows Core OS-ით. ასევე კომპანია შეეცდება დაარწმუნოს დეველოპერები იმაში, რომ “Centaurus”-ისთვის შექმნან Universal Windows Platform აპლიკაციები. Windows Core OS-ი გახლავთ Microsoft-ის სამომავლო “თანამედროვე დიზაინის” მქონე Windows 10-ის ვერსია. ამრიგად, “Centaurus” არ იქნება ბოლო თაობის Surface Pro-სგან დიდად განსხავვებული პროდუქტი. ეს იქნება უფრო პატარა და მარტივად დასაკეცი მოწყობილობა. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, 2019 წელი საინტერესო და ინოვაციური უნდა იყოს Microsoft-ისთვის.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close