მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Moto Z3 Play ოფიციალურად გამოვიდა

გასულ წელს  Motorola-მ შემოგვთავაზა თავისი ახალი,მოდულარული ტიპის Z სერიის მომდევნო წევრი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლის მხრიდან. დღეს Motorola-მ Z სერიის მომდევნო საშუალო კლასის მოდელი Z3 Play წარმოგვიდგინა.

Z3 Play თავის წინამორბედებთან შედარებით გაუმჯობესებულია, მისი უკანა მხარე ახლა უკვე შუშის არის,  განახლება შეეხო სმარტფონის თითის ანაბეჭდის ბიომეტრულ სენსორსაც, რომელიც უკვე კორპუსის გვერდზე პანელზე გვხდება Sony-ს Z, X და XZ სერიის სმარტფონების მსგავსად .

z3 play pictures-ის სურათის შედეგი

Moto Z3 Play-ის ეკრანი 6.01 დიუმს შეადგენს და AMOLED ტიპის პანელით არის წარმოდგენილი,  გაფართიება 1920 x 2160 ანუ FHD+-ია, ხოლო ეკრანის ფორმატი 18:9 დანაფარდობით არის შემოთავაზებული.

როგორც მოსალოდნელი იყო, Z3 Play-ში Qualcomm Snapdragon 636  ჩიპსეტი გვხდება, რომელიც აღჭურვილია Adreno 509 გრაფიკული პროცესორით. სმარტფონი ყუთიდანვე მუშაობს Android 8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე. აღსაღნიშნავია ისიც, რომ სმარტფონებს 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 32/64 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება აქვს, რომლის გაზრდაც შესაძლებელია დამატებითი მეხსიერების ბარათით. ბატარეა, ისვე როგორც Z3 Play-ში, კვლავ 3000 მილიამპერი დარჩა(საათში).Moto Z3 Play hands-on: a tougher sell this time around

Moto Z2 Play-ის თავის კლასში საუკეთესო კამერა ჰქონდა, 12 მეგაპიქსელიანი სენსორი ნამდვილად საუცხოო შედეგებს დებდა. ახალ მოდელში უკვე 2 კამერა გვაქვს. მთავარი კამერა 12 მეგაპიქსელის დარჩა და მეორე კამერად 5 მეგაპიქსელიანი სენსორი დაემატა, რომელიც პორტრეტების გადაღებაში დაგეხმარებათ.

სამწუხაროდ მისი ფასი 499 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც მსგავსი ტიპის სმარტფონისთვის ზედმეტად გაბერილია და OnePlus 6-ის შეძენასაც კი შეძლებთ. ეს უკანასკნელი ფლაგმანური მახასიათებლებით გამოირჩევა.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close