მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Motorola-მ დაასწრო Huawei-ს და “P30” ოფიციალურად წარმოგვიდგინა: iPhone X-ის კლონი 4-ჯერ დაბალ ფასად

Lenovo-მ ოფიციალურად წარმოგვიდგინა თავისი ახალი საშუალო კლასის სმარტფონი Motorola P30, რომელიც iPhone X-ის ზუსტი კლონია, რა თქმა უნდა შედარებით სუსტი ტექნიკური მახასიათებლებით და 4-ჯერ უფრო დაბალი ფასით.

P30-ის შემადგენლობაში ვხდებით 6.2 დიუმიან 19.9 ფორმატის მქონე IPS LCD ტიპის ეკრანს, 6 გიგაბაიტიან ოპერატლ მეხსიერებას, 64/128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, Snapdragon 636-ის ჩიფსეტს, 3000 მილიამპერიან ბატარეას, ორმაგ 16+5 მეგაპიქსელიან მთავარი კამერის სისტემას, 12 მეგაპიქსელიან წინა კამერას და Android Oreo ოპერაცულ სისტემას ZUI 4.0 სამომხმარებლო ინტერფეისით.

64 გიგაბაიტიანი ვერსიის ღირებულება შეადგენს 268 ამერიკულ დოლარს, ხოლო 128 გიგაბაიტიანი ვერსიის ღირებულება შეადგენს 289 ამერიკულ დოლარს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close