ბლოგიტექსტური

Nebula Capsule Smart Portable Projector: პორტატული ჭკვიანი პროექტორი Anker-ისგან

კომპანია Anker-ის ჭკვიანი პროექტორი გამოირჩება საკმაოდ კარგი ხმის ხარისხითა და სურათის ჩვენებით. მისი ელემენტი 4 საათს ძლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ფილმის სრულად საყურებლად ნამდვილად არ გექნებათ სანერვიულო. შესაძლოა ორი ფილმის ყურებაც მოასწროთ თავისუფლად. პროექტორის ფასს რაც შეეხება, საკმაოდ ადეკვატურია, მაგრამ არც ისე იაფი. Nebula Capsule Smart Portable Projector-ი 299$ ღირს.

უნდა აღინიშნოს ის, რომ პროექტორს საკმაოდ დახვეწილი დიზაინი აქვს. ერთი შეხედვით გაზიანი სასმლის ქილის ფორმას წააგავს. არის ძალიან კომპაქტური და მის ტარებას ნებისმიერ ადგილას თავისუფლად შეძლებთ. ზომებში პატარაა და მსუბუქი. Nebula Capsule-ს აქვს HDMI პორტი, ის მუშაობს Android სისტემაზე და მასში ყუთის გახსნისთანავე წინასწარ დაინსტალირებული დაგხვდებათ ისეთი ცნობილი აპლიკაციები, როგორებიცაა Netflix-ი, Hulu, და Amazon Prime Video. პროექტროს თან ახლავს კონტროლერი, ასევე მისი მართვა სმარტფონითაც შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.

Nebula Capsule-ს მცირე ზომის მიუხედავად აქვს საკმაოდ მაღალი ხმა, ანუ მისი გამოყენება შესაძლებელია Bluetooth დინამიკადაც. ერთადერთი მინუსი, რაც აღნიშნულ პროექტორზე შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ძველი USB პორტი. მის ნაცვლად უკეთესი იქნებოდა USB-C მოყოლოდა. საბოლოო ჯამში, ფასის, პერფორმანსის, მახასიათებლებისა და პორტატულობის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი ვარიანტია და მისი შეძენა ნამდვილად ღირს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close