მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Nokia დაპირების თანახმად ყველასთვის ნანატრ და სასურველ სმარტფონს 21 აგვისტოს ვიხილავთ! Nokia 9?

Nokia-ს ყველასთვის ნანატრ და სასურველ სმარტფონად ლეგანდარული კამერაფონების 808 Pureview-ს და Lumia 1020-ის აღორძინება იქნება, რომლის შესახებაც წლის დასაწყისიდან დადის ლეგენდები, რომ მას ექნება 5 მთავარი კამერა და 50 მეგაპიქსელიანი სენსორი. Nokia-მ ახალი ფლაგმანური სმარტფონის გამსვლა 21 აგვისტოსთვის დაათიზერა და აღნიშნა, რომ ეს ყველასთვის ნანატრი სმარტფონის გამოსვლის დღე იქნება.

გარდა იმისა, რომ ახალ კამერაფონს მძლავრი კამერის მახასიათებლები ექნება, მასში ვიხილავთ რამდენიმე სხვა ინოვაციურ სიახლესაც, რომელსაც გვპირდება Nokia და მისი საბაზრო ღირებულებაც მიაღწევს 1000 ამერიკულ დოლარს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის Nokia ბიუჯეტური, საშუალო კლასის და საშუალო კლასის ფლაგმანური მოდელების გამოშვებით არის დაკავებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი ბაზარზე დაბრუნებიდან წელიწადნახევარში შემოგვთავაზებს პირველ ფლაგმანურ სმარტფონს, რომელსაც კამერაფონის სტატუსიც ექნება და კონკურენციას გაუწევს სხვა ბრენდების ტოპ ფლაგმენურ სმარტფოებს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close