მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Nokia ლეგენდარული “Pureview” კამერების სერიას ააღორძინებს(სპოილერი: Nokia 808 Pureview): ასევე ვიხილავთ Xpress და Asha სერიებსაც

როგორც უკვე იცით, Nokia დაბრუნდა სმარტფონების ბაზარზე Android ოპერაციული სისტემით და მალევე მოახერა გაყიდვებით ტომ მეცხრე სმარტფონების ბრენდი გამხდარიყო. Nokia ახალი სტილის სმარტფონებთან ერთად მომხმარებლებს ნოსტალგიური ტელეფონების გამოშვებითაც ანებივრებს, რომლებიც ადრე Nokia-ს წარმატებული ტელეფონები იყო. უკვე აღორძინებული ნოსტალგიური ტელეფონებიდან წარმოდგენილია Nokia 3310, Nokia 8110 და Nokia 8 Sirocco.

წლის დასაწყისშივე ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ინფორმაციები, რომ Nokia ახალ სუპერ კამერაფონ ამზადებდა, რომელზეც ლეგენდარული “Pureview” კამერის ალგორითმის შემქნელები მუშაობდნენ. გარდა ამისა, Nokia-მ დაიბრუნა და მოიპვა ექსკლუზიური უფლება თავის სმარტფონებზე გამოიყენოს Zeiss ლინზები, რომელიც უკვე ვიხილეთ რამდენიმე სმარტფონზე. შესაბამისად წელს უნდა ველოდოთ Nokia 808 Pureview-ს აღორძინებას, რომელიც დღემდე სუპერკამერაფონად ითვლება. ჭორების თანახმად, ახალ კამერაფონს 5 მთავარი კამერა ექნება, საიდანაც ერთი გიგანტური სენსორით იქნება წარმოდგენილი.

ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა გააკეთა განცხადება, რომ Nokia-ს უკვე აქვს Pureview კამერის ტექნოლოგიებისა და სახელის გამოყენების ფულება, ასეევ მოხსენიებულია Xpress და Asha სერიის სმარტფონების გაცოცხლებაც, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი სიახლეებს უნდა ველოდოთ. 🙂

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close