მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Nokia-მ ახალი ბიუჯეტური სმარტფონები გამოუშვა: Nokia 2.1, Nokia 3 და Nokia 5.1

Nokia-მ დღეს ახალი ბიუჯეტური სმარტფონები წარმოგვიდგინა AndroidOne და Android Go Edition პროგრამებით, რომლებიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებიან. მოდით ერთად გავეცნოთ რას გვთავაზობს Nokia ახალ სმარტფონებში.

Nokia 5.1

წინა თაობის მოდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკრანის მახასიათებლები, ახლა უკვე შემოთავაზებულია 5.5 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი FHD+ რეზოლუციის IPS LCD ეკრანი 443 პიქსელის სიმჭიდროვით დიუმზე! მასში ასევე გვხდება MT6755S-ის 8 ბირთვიანი პროცესორი, 2 და 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ვარიანტები, 16 და 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერების ვარიანტები, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 3000 მილიამპერიანი ბატარეა და Android 8.1 ოპერაციული სისტემა, რომელიც AndroidOne პროგრამის დახმარებით სწრაფად მიიღებს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს. სმარტფონის საწყისი საბაზრო ღირებულება 189 ევრო გახლავთ.

Nokia 3.1

ყველაზე პრემიუმიუმ დიზაინის მქონე სმარტფონი მსგავსი ტიპის სმარტფონების კატეგორიიდან. მის შემადგენლობაში გვხდება 5.2 დიუმიანი HD რეზოლუციის IPS LCD ეკრანი, MT6750N-ის ჩიფსეტი, 2 და 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ვარიანტები, 16 და 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერების ვარიანტები, 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 2990 მილიამპერიანი ბატარეა და Android 8.0 ოპერაციული სისტემა, რომელიც Android Go Edition პროგრამის დახმარებით სწრაფად მიიღებს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს. სმარტფონის საწყისი საბაზრო ღირებულება 139 ევრო გახლავთ.

Nokia 2.1

ყველაზე ხელმისაწვდომი სტაბილური სმარტფონის გაგრძელება, რომელიც განახლებული დიზიანით და სტერეო დინამიკებით წარმოგვიდგა. მის შემადგენლობაში გვხდება 5.5 დიუმიანი HD რეზოლუციის IPS LCD ეკრანი, Snapdragon 425-ის ჩიფსეტი, 1 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 8 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 8 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 4000 მილიამპერიანი ბატარეა და Android 8.0 ოპერაციული სისტემა, რომელიც Android Go Edition პროგრამის დახმარებით სწრაფად მიიღებს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს. სმარტფონის საწყისი საბაზრო ღირებულება 99 ევრო გახლავთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close