მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Nokia-ს ახალი კამერაფონის გამოსვლით ისეთივე “შოკს” მიიღებთ, როგორიც Nokia 808 Pureview-ს გამოსვლის დროს გქონდათ

ალბათ კარგად გახსოვთ Nokia-ს სუპერ კამერაფონი “808 Pureview”, რომელსაც 41 მეგაპიქსელიანი 1/1.2 დიუმის ზომის სენსორი ჰქონდა, რაც სმარტფონებში დღემდე არ შეგვხვედრია სხვაგან. ახლა კი, როდესაც Nokia სმარტფონების ბაზარზე დაგვიბრუნდა და თან Android-ის ოპერაციული სისტემით, ის კვლავ განაგრძობს კამერის ლინზების შემქნელ კომპანიასთან ZEISS-სთან, ხოლო ამჯერად Toshiba-ს 41 მეგაპიქსელიანი სენსორის შეძენა Sony-სგან მოუწევს, რადგან Toshiba-ს კამერების ბიზნესი 3 წლის წინ Sony-მ შეიძინა. თუმცა, Nokia-მ ერთი კამერაფონი წარსულში გააუქმა Lumia 1030-ის სახელით, რომელსაც 50 მეგაპიქსელიანი კამერა ჰქონდა, შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ სწორედ აღნიშნული სენსორი ვიხილოთ ახალ კამერაფონში.

მიუხედავად იმისა, რომ ჭორები არ სრულდება Nokia-ს ახალი კამერაფონის შესახებ, დღეს ინსაიდერმა დაგვიზუსტა, რომ Nokia-ს ახალი კამერაფონის გამოსვლით ისეთივე “შოკს” მიიღებით, როგორიც Nokia 808 Pureview-ს გამოსვლის დროს გქონდათ.

როგორც უკვე ცნობია, Nokia 8 Pro იქნება ახალი კამერაფონი 5 მთავარი კამერით, ხოლო Nokia 9 კიდევ უფრო გაუმჯობესებული კამერაფონი იქნება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close