განხილვებიკვირისმთავარიმობილური სამყაროსიახლეებიტექსტურიტექსტური

Nokia 7 Plus-ის საინტერესო ფუნქციების მიმოხილვა

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ Nokia 7 Plus-ის ტექსტური გახნილვა, სადაც სმარტფონის შესაძლებლობები წარმოგიდგინეთ სრულად კამერის ტესტების ჩატთლით. ამჯერად გთავაზობთ აღნიშნული მოდელის დამატებით საინტერესო ფუქნციებს, რომელიც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ჟესტების ენა

მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია სმარტფონში ჰქონდეს ისეთი ფუნქციები, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო პრაქტიკულს გახდის. Nokia 7 Plus-ში ასეთი დეტალები საკმაოდ მრავლად არის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი არის საშუალო კლასის სმარტფონი და არა ფლაგმანური.

ზარის უარყოფა

იმ შემთხვევაში თუ თქვენს სმარტფონში არასასურველი ზარი შემოვიდა, მისი უარყოფა შესაძლებელია სმარტფონის ეკრანით დადების შემთხვევაში ღილაკზე ნებისმიერი ზემოქმედების გარეშე.

ხმის გათიშვა ზარის შემოსვლის დროს

იმ შემთხვევაში თუ თქვენს სმარტფონში შემოსული ზარის ხმის გათიშვა გნებავთ, სმარტფონი უნდა დაიჭიროთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ხმაც გაწყდება, თუმცა ზარი კვლავ განაგძობს “შემოსვლას”.

შეტყობინებების პანელის ჩამოშლა

თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი შეტყობინებების პანელის ჩამოშლის ფუნქციასაც ითავსებს, თითის ჰორიზონტალურად ჩამოსმით.

ინფორმაცია გამორთულ ეკრანზე

“გამორთული” სმარტფონის აღების მომენტში სმარტფონზე ჩნდება საათი, შეტყობინებები და სხვა ინფორმაცია ღილკზე ნებისმიერი ჩარევის გარეშე.

კამერის მომენტალური ჩართვა

 ალბათ მუსიკის მოსმენის მომენტში გაგჩენიათ სურვილი წამიერად ჩართოთ კამერა და არ გამოგრჩეთ კადრი, თუმცა სხვა ბრენდის სმარტფონებში ამაში ხელს გიშლით ხმის ამწევის ღილაკი, რადგან ხმის აწევის და კამერის ჩართვის ფუქნციას ერთი ღილაკი ასრულებს, შესაბამისად ამ შემთხვევაში უპირატესობას ხმის აწევას ანიჭებს.
Nokia 7 Plus-ის შემთხვევაში კამერის ჩართვის ფუნქციას სმარტფონის ჩართვა-გამორთვის ღილაკი ასრულებს, ღილაკზე ორჯერ დაწკაპუნებით.

ეკრანის ანთება ღილაკზე დაჭერის გარეშე

 ბევრი ტოპ ბრენდის საშუალო კლასის და ფლაგმანურ სმარტფონებს არააქვთ ფუნქცია, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე სმარტფონის ეკრანის ანთების საშუალება მოგცემთ. Nukia 7 Plus-ის ეკრანზე თითის “რბილად” ორჯერ დაკაკუნების შემთხვევაში ეკრანი ინთება და მისი განბლოკვა შეგიძლიათ ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე.

ეკრანის, გამოსახულების და ნაწერების გადიდება

 იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ გამოსახულების გადიდება თქვენთვის სასურველ მონაკვეთში, მოქმედების შესრულება შეგიძლიათ ეკრანზე სამჯერ თითის რბილად დაკაკუნებით.

არსებობს მეორე ვარიანტიც, საიდანაც შეგიძლიათ მუდმივი რეჟიმით გაზარდოთ ტექსტის ან ეკრანის ზომა თქვენი სურვილისამებრ.

თვალი ადევნებთ ჩვენს სიახლეებს და აუცილებლად შემოგთავაზებთ თქვენთვის საინტერესო პოსტს. 🙂 შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ Nokia 7 Plus-ის კამერის შედარებას Huawei P20 Lite-თან.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close