განხილვებიკვირისმთავარიმობილური სამყაროსიახლეებიტექსტური

Nokia 8-ის დეტალური განხილვა: ლეგენდარული ბრენდის წარმატებული დაბრუნება სმარტფონების სამყაროში

დიდი ხნის შემდეგ გასულ წელს Nokia დაგვიბრუნდა სმარტფონების სამყაროში და მისი დაბრუნება პირველივე წელს წარმატებული აღმოჩნდა, შენარჩუნებული არის ბრენდისთვის დამახასიათებელი მაღალი სტანდარტის მქონე ხარისხი და პოპულარობა, რაც ბრენდის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი წინა პირობაა. დიახ, ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული ბრენდი გარკვეული პერიოდი სმარტფონების ბაზრიდან გავიდა და 2017 წელს გაორმაგებული ძალებით დაგვიბრუნდა.

საქართველოში Nokia-ს ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი გასულ პერიოდშიც კომპანია “გოლეთიანი” იყო და ახლაც გრძელდება ტრადიცია, შესაბამისად Nokia-ს ბრენდის სმარტფონები აუცილებლად გოლეთიანის ჰოლოგრამით უნდა შეიძინოთ, რადგან სწორედ აღნიშნული ჰოლოგრამის საშუალებით ხდება ოფიციალური საგარნტიო მომსახურეობა. Nokia 8 ფლაგმანური კლასის სმარტფონია და მისი ახლანდელი საბაზრო ღირებულება 1299 ლარს შეადგენს. ექსკლუზიურად Vortex.ge-ს განსახილველად კომპანია გოლეთიანმა მოგვაწოდა სწორედ აღნიშნული სმარტფონი, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა ობიექტურად და დეტალურად განვიხილავთ. აღნიშნულ სტატიაში გთავაზობთ დეტალურ ტექსტურ განხილვას, ხოლო ვიდეო განხილვა შემოთავაზებული იქნება რამდენიმე დღეში.

დიზაინი

სმარტფონის შეძენის დროს, პირველი რაც თვალში გვხდება, არის მისი დიზაინი! Nokia 8-ის დიზაინი საკმაოდ გამორჩეული და დახვეწილია, ის არ იმეორებს სხვა რომელიმე კონკურენტი ბრენდის დიზაინის დეტალებს და ძველებურად განსხვავებულ დიზაინერულ ხედვას გვთავაზობს. სმარტფონის ერთი ხელით გამოყენება ძალიან მარტივია, რადგან დიზაინი საკმაოდ კომპაქტურია. მისი უკანა კორპუსი დამზადებულია ანოდიზირებული მეტალისგან, რას ერთი შეხედვით შუშის დიზაინს მოგვაგონებს. უკანა პანელზე გვხდება Nokia-ს ლოგო, ორმაგი კამერა ZEISS ლინზებისთვის განკუთვნილი ლოგოთი, ლაზერული ავტოფოკუსი და კამერისთვის განკუთვნილი ნათება. კამერის დიზაინი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და ძველი Nokia-ს კამერის დიზაინს მოგვაგონებს. კამერები, ლაზერული ატოფოკუსი და ნათება მოთავსებულია ერთ ჩარჩოში ვერტიკალურ მდგომარეობაში.

სმარტფონის კორპუსის გვერდზე განთავსებულია ხმის ამწევ-დამწევი და ჩართვა-გამორთვის ღილაკები, რომელიც მეტალის მასალით არის შესრულებული, რაც საკმაოდ კომფორტული და სასიამოვნოა გამოყენების დროს.

სმარტფონის წინა პანელზე განთავსებულია 5.3 დიუმიანი QHD რეზოლუციის 16:9 ფორმატიანი IPS LCD ეკრანი პიქსელების RGB განლაგებით, ეკრანი კონტრასტული და ნათელია! მარტივად რომ ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანი აქვს ფლაგმანური სმარტფონების სამყაროში. წინა პანელზე ასევე გვხდება 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერა 4K ვიდეო გადაღებით და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, რომელიც ძალიან სწრაფი და კორექტულია.

კორპუსის ზემოთა ნაწილში აუდიო ჯეკი არის განთავსებული, რაც 2017-2018 წლის სმარტფონებს შორის უკვე ძალიან იშვიათობაა. ქვემოთა ნაწილში გვხდება USBType C პორტი და სპიკერი, ხოლო მარცხენა პანელზე ორმაგი ბარათის ჰიბრიდული სლოტი, რომელშიც შეგიძლიათ ჩადოთ ორი სიმ-ბარათი ან მეხსიერების ბარათი და ერთი სიმ-ბარათი.

პერფომანსი

სმარტფონის შემადგენლობაში ყველასთვის კარგად ნაცნობი Qualcomm-ის ფლაგმანური 10 ნანომეტრიანი არქიტექტურის მქონე Snapdragon 835-ის ჩიფსეტი გვხდება, რომელსაც სწრაფად მუშაობაში კომპანიონობას უწევს 4 გიგაბაიტიანი LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება და 64 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება. სმარტფონის ბატარიის სიმძლავრე არის 3090 მილიამპერი საათში, რაც საშუალო გამოყენების შემთხვევაში ერთი სრული დღე ძლებს.

თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის და ნებისმიერი სიმძლავრის გრაფიკული თამაში ითამაშოთ, რადგან მძლავრ ჩიფსეტთან ერთად Nokia-ს იდეალური ოპტიმიზაცია აქვს, რაც სმარტფონის პერფომანსისთვის მნიშვნელოვანია. AnTuTu ტესტში Nokia 8-მ 209702 ქულა აიღო, შესაბამისად Galaxy S9-საც და Huawei P20-საც პერფომანსში უთანაბრდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად დაბალ ფასიანი სმარტფონი გახლავთ.

 

სამომხმარებლო ინტერფეისი

Nokia საბედნიეროდ “სუფთა” Android ოპერაციული სისტემას იყენებს, ზედმედი დანამატების და მოდიფიკაციების გარეშე, რაც სმარტფონს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის, რადგან სწრაფად მოდის სისტემური და უსაფრთხოების განახლებები. ასევე მინდა ავღნიშნა, რომ ინტერფეისში არ აღენიშნება რაიმე ხარვეზი მუშაობის პროცესში. Nokia 8-ზე ამ ეტაპზე გაშვებულია ბოლო ოფიციალური Android 8.1 ოპერაციული სისტემა, რაც იშვიათობა გახლავთ 2018 წლის სმარტფონებშიც კი.

კამერა

როგორც უკვე ავღნიშნე, სმარტფონში ორმაგი კამერის სისტემა გვხდება, ორივე კამერა 13 მეგაპიქსელიანი სენსორით არის წარმოდგენილი, აქედან ერთი არის RGB ფერადი სენსორის მქონე კამერა და მეორე მონოქრომული კამერა, რომელითაც შეგიძლიათ გადაიღოთ შავ-თეთრი ფოტოები ან მონოქრომული კამერა შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე კამერის დამხმარედ ღამით გადაღების დროს და ასევე შეგიძლიათ გადაიღოთ პორტრეტები. ორივე კამერა წარმოდგენილია ZEISS ოპტიკის ლინზებით, რაც ტრადიცულია Nokia-ს სმარტფონებში. აქვე გვხდება ოპტიკურ-ელექტრონული სტაბილიზაცია, ლაზერული ავტოფოკუსი, 4K ვიდეო გადაღება(წინა და უკანა კამერებზე) და ორმაგი გადაღება(წინა და უკანა კამერებით ერთდრულად გადაღება).

კამერის სამომხმარებლო ინტერფეისი მარტივია და შესაძლებელია მინიმალური პარამეტრების ცვლილებები, თუმცა Nokia-მ ახალი კამერა უკვე გამოუშვა თავისი სმარტფონებისთვის, მაგრამ აღნიშნულ მოდელზე კამერის განახლება ჯერ არ ჩაშვებულა.

დღისით გადაღების დროს გამოსახულება დეტალურია და ზუსტად აღიქვამს ფერებსაც, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. სრაფად აკეთებს ფოკუსს და არ საჭიროებს ფოკუსის გასწორებას იმ შემთხვევაში თუ წინ გამოტანილი ობიექტის გაბუნდოვნება არ გსურთს. მერწმუნეთ, კამერის შესაძლებლობებით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

ოთახის განათების პირობებშიც ფოტო გადაღება შესანიშნავია, ისევე დეტალურად ჩანს გამოსახულება და ფერებიც ზუსტად არის გადმოცემული, როგორც დღის სინათლეზე.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ კამერას აქვს დიდი ზომის დიაფრაგმა და ორივე კამერაზე F2.0 დიაფრაგმიანი ლინზები გვხდება, ღამით გადაღებული ფოტოც “გასაკვირად” მშვენიერი გამოვიდა, ზუსტად არის გადანაწილებული სინათლე და ფერები. ფერების დასარეგულირებლად არ არის გამოყენებული ხელით მართვის რეჟიმები და აუტო რეჟიმით გადაღებულს გთავაზობთ, რადგან შედეგიც ჩვენება უფრო ობიექტური გამოვიდეს ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სმარტფონს საკმაოდ დაბალი ფასი აქვს, კამერის შესაძლებლობა ღამით გადაღების დროს აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თუმცა შეიძლებოდა უკეთესი შედეგის მიღწევაც. 😉

ვიდეოს გადაღების დროს სტაბილიზაცია შესანიშნავია, ისევე როგორც აუდიო ჩაწერის შესაძლებლობა, რაც Nokia-ს OZO-ს ტექნოლოგიის აუდიო სისტემის დამსახურებაა. გამოსახულება დეტალურია და ვიდეო გადაღების დროსაც ფერები ზუსტად არის გადმოცემული. შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავი სმარტფონია ვიდეო-ბლოგერებისთვის.

გაგიკვირდებათ და Nokia 8 ერთ-ერთი პირველი სმარტფონია იმ ორს შორის, რომელმაც წინა კამერაში 4K რეზოლუციის ვიდეო გადაღების შესაძლებლობა აქვს. წინა კამერაც ზუსტად იგივე 13 მეგაბიქსელიანი სენსორი გახლავთ, რა კამერაც გვხდება უკან. უფრო გასაგებათ რომ აგიხსნათ, წინა კამერაც ფლაგმანური დონის არის და შესანიშნავი “სელფების” გადაღება შეგიძლიათ.

შეჯამება

საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად თქვენ გაქვთ საშუალება შეიძინოთ ფლაგმანური სმარტფონი რაღაც უცნობი კომპანიისგან “კი არა”, არამედ ტოპ ბრენდისგან, სადაც თქვენ გექნებათ იდეალური პერფომანსი, დახვეწილი დიზაინი და ძალიან კარგი კამერა.

სმარტფონში ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, სტაბილური სისტემა და სწრაფი განახლებები, რაც Nokia-ს ბრენდის სმარტფონებს ერთ-ერთ გამორჩეულს ხდის მოცემული კატეგორიით.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close