მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Nokia 8.1 ოფიციალურად გამოვიდა: Google Pixel 3-ის ალტერნატივა ხელმისაწვდომ ფასად

HMD-მ ახალ პრემიუმ სმარტფონი Nokia 8.1 ოფიციალურად წარმოგვიდგინა და მის შემადგენლობაში გვხდება ისეთი პრემიუმ მახასიათემბლები, როგორცაა 6.18 დიუმიანი HDR10 ეკრანი, Qualcomm-ის 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Snapdragon 710, ორმაგი 12+13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერის სისტემა Dual Pixel ტექნოლოგიით და ოპტიკურ-ელექტრონული სტაბილიზაციით, 20 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, ZEISS ლინზები, 4K ვიდეო გადაღება, AI კამერის ალგორითმი, 4 გიგაბაიტიანი LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი უკანა პანელზე, 3500 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, მეტალისა და შუშის დიზაინი, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი და Android 9 Pie ოპერაციული სისტემა.

უკვე ტრადიციულად, Nokia 8.1-იც AndroidOne პროგრამით არის წარმოდგენილი და ზუსტად იგივე პროგრამულ მხარდაჭერას გვთავაზობს, როგორიც გვხდეა Google-ის ახალ ფლაგმანურ სმარტფონში(თუ არ ჩავთვლით კამერის აპლიკაციას). აღნიშნული სმარტფონი შემდეგი 2 წლის განმავლობაში მიიღებს სისტემურ და უსაფრთხობის განახლეებს ზუსტად იმავე დროს, რა დროსაც Pixel 3! მიუხედავად ფლაგმანური დონის მახასიათებლებისა, Nokia 8.1 სულ რაღაც 399 ევრო ეღირება ევროპის ფარგლებში, რაც ორჯერ ნაკლებია Pixel 3-ის ფასზე, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთნაირ შესაძლებლოებს გვაძლევს.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close