განხილვებიმთავარიმობილური სამყაროსიახლეებიტექსტური

Nokia 8 Sirocco-ს დეტალური განხილვა: პირველი “ფლაგმანი” სმარტფონი AndroidOne პროგრამით

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ Nokia-ს საშუალო კლასის სმარტფონის 7 Plus-ის სრულყოფილი ტექსტური განხილვა, ახლა კი ვაგრძელებთ თქვენთვის Nokia-ს ბაზარზე დაბრუნების შემდეგ მისი სმარტფონების გაცნობას. ამჯერად დადგა დრო შემოგთავაზოთ “8 Sirocco”-ს განხილვა დეტალურად.

მოგეხსენებათ, რომ Nokia გასულ წელს დაბრუნდა სმარტფონების ბაზარზე ყველაზე პოპულარული Android ოპერაციული სისტემით, თუმცა პირველივე წელს მხოლოდ ბიუჯეტური და საშუალო კლასის სმარტფონები შემოგვთავაზა, რამაც საკმაოდ წარმატება მოუტანა ბრენდს და ჯამში 70 მილიონი მობილური მოწყობილობა გაყიდა პირველივე წელს. 2018 წელი Nokia-მ ფლაგმანური სმარტფონის გამოშვებით დაიწყო და პირველი მოდელიც სწორედ “8 Sirocco” გახლავთ, რომელიც მსოფლიოში პირველი ფლაგმანური სმარტფონია AndroidOne პროგრამით, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს მიიღებს ძალიან სწრაფად. მაშ ასე, დავიწყოთ უშუალოდ სმარტფონის გაცნობა თანმიმდევრულად და გავიგოთ რა განსაკუთრებული სიახლე გვხდება სმარტფონი.

დიზაინი

 სმარტფონის ხელში დაჭერისთანავე გექნებათ შეგრძნება, რომ ხელში გიჭირავთ “ბიზნეს” კლასის ძალიან თანამედროვე და კომპაქტური დიზაინის მქონე ფლაგმანური სმარტფონი, რომლის გამოყენებაც ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა.

სმარტფონის წინა პანელზე 5.5 დიუამიანი 16:9 ფორმატიანი QHD რეზოლუციის Flexible OLED ეკრანი გვხდება, ხაზს გავუსვამ ამ ეკრანისადმი ჩემს აღბრთოვანებასაც, თეთრი ფერის ასეთი ზუსტი აღქმა OLED ტიპის ეკრანზე იშვიათად თუ შემხვედრია, მაგრამ არა მხოლოდ თეთრი ფერის, არამედ მთლიანი გამოსახულება ბუნებრივ ფერებში აღიქმება და არ “მოგატყუებთ” ეკრანი ფერებში. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან 81.1%-ს შეადგენს, რაც მას მსგავსი ზომის ეკრანის მქონე სმარტფონებს შორის ყველაზე კომპაქტურ სმარტფონის “სტატუსით” წარმოგვიდგენს. მისი კორპუსის ზომა სიგანეში შეადგენს მხოლოდ 73 მილიმეტრს, სიგრძეში 140.9 მილიმეტრს და სისქეში 7.5 მილიმეტრს. მსგავს ზომებში მახსენდება 5 დიუმიანი ეკრანის მქონე სმარტფონები და ხშირს შემთხვევაში ეს 5 დიუმიანი ეკრანის მქონე სმარტფონებიც ზომებით აღემატებიან 5.5 დიუმიანი ეკრანის მქონე Nokia 8 Sirocco-ს.

სმარტფონის ეგრანი გვერდებზე გადაზნექილია და გვხვდება ე.წ. 3D ტიპის ეკრანის ფორმა, რომელიც შეგრძნებას გვიტოვებს, რომ კორპუსი ძალიან თხელია, რადგან უკანა პანელის იგივე ტიპის შუშის დიზაინით არის წარმოდგენილი და საერთო ჯამში ძალიან თხელ “კანტებს” გვაძლევს.

კორპუსის უკანა პანელზე ცენტრში გვხვდება ორმაგი კამერის სისტემა, კამერის გვერდზე ორმაგი ნათება და კამერების ქვემოთა ნაწილიში თითის ანაბეჭის ბიომეტრიული სკანერი. უკანა პანელზე ასევე მარტივად შეამჩევთ კამერაზე დატანილ ZEISS ლოგოს ლინზებისთვის და თავად Nokia-ს ლოგოს, რომელიც კამერის სიმეტრიულად არის განთავსებული.

სმარტფონის ქვემოთა ნაწილში განთავსებულია USB Type C პორტი და დინამიკი მიკროფონთან ერთად, აქ არ გვხდება 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, თუმცა სმარტფონს ყუთიდანვე მოყვება აუდიო ჯეკის გადამყვანი.

8 Sirocco-ს კორპუსი დაცულია წყლისგან და მტვრისგან IP67 სერთიფიკატით, შესაბამისად თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ წყლის მომენტალური გადასხმის ან წვიმაში მოხვედრის, რადგან თქვენი სმარტფონის კორპუსის ანაწყობი ამ ყველაფერს გაუძლებს. 😉

აქსესუარები

სმარტფონს ყუთში მოჰყვება მაღალი ხარისხის ყურასმენები, აუდიო ჯეკის გადამყვანი კაბელი, USB Type C კაბელი, პოლიკარბონატის გამჭირვალე ქეისი და ბატარიის სწრაფი დამმუხტავი.

პერფომანსი

Nokia 8 Sirocco-ს შემადგენლობაში გვხება Qualcomm Snapdragon 835-ის 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი 6 გიგაბაიტიანი LPDDR4x ტექნოლოგიის ოპერატიული მეხსიერებით და 128 გიგაბაიტიანი UFS2.1 ტექნოლოგიის შესანახი მეხსირებით, რაც ამ სმარტფონის სუპერ სწრაფი პერფომანსის ნამდვილი გარანტია და მისი გამოყენების დროს არ შეიმჩნეოდა რაიმე მინიმიმალური ხარვეზი ან დაბრკოლება ინტერფეისში, რომელიც ახასიათებთ გარკვეული ბრენდის სმარტფონებს. აქ ზედმეტია საუბარი უმკლავდება თუ არა მძლავრი გრაფიკის მქონე ვიდეო თამაშებს, რა თქმა უნდა, თქვენ ნებისმიერი სიმძლავრის და სირთულის თამაში შეგიძლიათ გაუშვათ ნებისმიერი დისკომფორტის გარეშე, რაც სმარტფონისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფლაგმანური დონის სმარტფონს ეხება.

Geekbench ტესტში(რომელიც ცენტრალური პროცესორის სიმძლავრეს ზომავს) სმარტფონმა ერთ ბირთვში აიღო 2108 ქულა და მულტი ბირთვში 6537 ქულა, რაც იდენტური შედეგია 2018 წლის Android ფლაგმანური სმარტფონების და უკეთეს შედეგს მივიღებდით Snapdragon 845-ის ჩიფსეტის შემთხვევაში.

AnTuTu ტესტში(რომელიც ზომავს მთლიანად ჩიფსეტის სიმძლავრეს) სმარტფონმა აიღო 210 000 ქულაზე მეტი, რაც სტანდარტულია 2018 წლის ფლაგმანურ სმარტფონებში და შედეგი აღემატება საჭირო პერფომანს, შესაბამისად ამ ქულებზე ყურადღების გამახვილება არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ Geekbench და AnTuTu ტესტების შემდეგ სმარტფონის ბატარეა მხოლოდ 34 გრადუსით ცელსიუსით გაცხელდა, რაც ამ დროისთვის საშუალო ტემპერატურის პირობებში ძლიან კარგი შედეგია, შესაბამისად სმარტფონის გაცხელება თქვენთვის არ იქნება დისკომფორტი, რადგან არც გაცხელდება.

ბატარეა

 ალბათ გახსოვთ ჩემს მიერ შემოთავაზებული Nokia 7 Plus-ის განხილვა, რომლის ბატარეამაც ძალიან მომხიბლა და აღვიშნე, რომ ჩემს მიერ განხილულ სმარტფონებს საუკეთესო შედეგები აქვს ბატარიის თვალსაზრისით, იგივე მოცემულობა გვაქვს ამ დღის ჩათვლით და ლოგიკურიც არის, რადგან Nokia 8 Sirocco-თან შედარებით გაცილებით დიდი ზომის ბატარეა გვხდება 7 Plus-ში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 8 Sirocco-ს ბატარეა არ მომეწონა, პირიქით, მსგავსი დონის ფლაგმანურ სმარტფონებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მივიღე. მართალია მის შემადგენლობაში 3260 მილიამპერიანი ბატარეა გვხდება, მაგრამ ე.წ. სუფთა Android სისტემის და ზედმეტი დანამატის გარეშე ბატარიის მოხმარება ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს. როგორც ხედავთ, ბატარეა ეკრანის ანთებული რეჟიმით 9 საათზე მეტხანს ძლებს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ სმარტფონს აქტიურად იყენებთ, მისი ბატარიის ენერგია აუცილებლად გაგიძლებთ ერთი სრული დღე და თუ პასიური მომხმარებელი ხართ, რა თქმა უნდა მისი ენერგია კიდევ უფრო მეტ დროს მოგცემთ.

სამომხმარებლო ინტერფეისი

 ხშირ შემთხვევაში მწარმოებელი ბრენდები თავის სმარტფონებში ამატებენ ბრენდულ ე.წ. სკინებს, რაც სისტემას ამძიმებს და დროთა განმავლობაში სამომხმარებლო ინტერფეისი კიდევ უფრო ნელდება. Nokia-მ აირჩია განსხვავებული სტრატეგია და თავისი სკინი არ დაადო ინტერფეისს, შესაბამისად Android ოპერაციული სისტემა შემოთავაზებულია ისეთი სახით, როგორიც არის “ორიგინალში”. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ Nokia 8 Sirocco ჩართულია AndroidOne პროგრამაში, შესაბამისად თქვენ ძალიან სწრაფად მიიღებთ უსაფრთხოების და სისტემურ განახლებებს, არ მოგიწევთ თვეების განმავლობაში და ხშირ შემთხვევაში ერთ წელზე მეტხანს ლოდინი იმისათვის, რომ მიიღოთ ახალი სისტემა ან უსაფრთხოების განახლებები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ამ სმარტფონს უფრო გამორჩეულს ხდის. Nokia 8 Sorocco ჩართულია Project Treble პროგრამაში, შესაბამისად ახალი სისტემის ჩაშვებიდან იმავე დღეს განახლდება თქვენი სმარტფონი.

მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია სმარტფონში ჰქონდეს ისეთი ფუნქციები, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო პრაქტიკულს გახდის. Nokia 8 Sirocco-ში ასეთი დეტალები საკმაოდ მრავლად არის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი არის საშუალო კლასის სმარტფონი და არა ფლაგმანური.

ზარის უარყოფა

იმ შემთხვევაში თუ თქვენს სმარტფონში არასასურველი ზარი შემოვიდა, მისი უარყოფა შესაძლებელია სმარტფონის ეკრანით დადების შემთხვევაში ღილაკზე ნებისმიერი ზემოქმედების გარეშე.

ხმის გათიშვა ზარის შემოსვლის დროს

იმ შემთხვევაში თუ თქვენს სმარტფონში შემოსული ზარის ხმის გათიშვა გნებავთ, სმარტფონი უნდა დაიჭიროთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ხმაც გაწყდება, თუმცა ზარი კვლავ განაგრძობს “შემოსვლას”.

შეტყობინებების პანელის ჩამოშლა

თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი შეტყობინებების პანელის ჩამოშლის ფუნქციასაც ითავსებს, თითის ჰორიზონტალურად ჩამოსმით.

ინფორმაცია გამორთულ ეკრანზე

“გამორთული” სმარტფონის აღების მომენტში სმარტფონზე ჩნდება საათი, შეტყობინებები და სხვა ინფორმაცია ღილკზე ნებისმიერი ჩარევის გარეშე.

კამერის მომენტალური ჩართვა

ალბათ მუსიკის მოსმენის მომენტში გაგჩენიათ სურვილი წამიერად ჩართოთ კამერა და არ გამოგრჩეთ კადრი, თუმცა სხვა ბრენდის სმარტფონებში ამაში ხელს გიშლით ხმის ამწევის ღილაკი, რადგან ხმის აწევის და კამერის ჩართვის ფუქნციას ერთი ღილაკი ასრულებს, შესაბამისად ამ შემთხვევაში უპირატესობას ხმის აწევას ანიჭებს.
Nokia 8 Sirocco-ს შემთხვევაში კამერის ჩართვის ფუნქციას სმარტფონის ჩართვა-გამორთვის ღილაკი ასრულებს, ღილაკზე ორჯერ დაწკაპუნებით.

ეკრანის ანთება ღილაკზე დაჭერის გარეშე

ბევრი ტოპ ბრენდის საშუალო კლასის და ფლაგმანურ სმარტფონებს არააქვთ ფუნქცია, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე სმარტფონის ეკრანის ანთების საშუალება მოგცემთ. Nokia 8 Sirocco-ს ეკრანზე თითის “რბილად” ორჯერ დაკაკუნების შემთხვევაში ეკრანი ინთება და მისი განბლოკვა შეგიძლიათ ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე.

ეკრანის, გამოსახულების და ნაწერების გადიდება

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ გამოსახულების გადიდება თქვენთვის სასურველ მონაკვეთში, მოქმედების შესრულება შეგიძლიათ ეკრანზე სამჯერ თითის რბილად დაკაკუნებით.

არსებობს მეორე ვარიანტიც, საიდანაც შეგიძლიათ მუდმივი რეჟიმით გაზარდოთ ტექსტის ან ეკრანის ზომა თქვენი სურვილისამებრ.

   

კამერა

 სმარტფონის შემადგენლობაშია ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი Sony-ს კამერის სენსორი ZEISS ლინზებით, საიდანაც ერთი კამერა არის 1/2.55 დიუმის ზომის სენსორი 1.4 მიკრონის ზომის პიქსელებით, F1.75 დიაფრაგმიანი ლინზებით, 4K ვიდეოს გადაღებით, ოპტიკური სტაბილიზაციით და EIS(ელექტრონული) სტაბილიზაციით. მეორე კამერა წარმოდგენილია “ტელეფოტო” F2.6 დიაფრაგმიანი ლინზებით, რომელიც გამოიყენება პორტრეტების გადასაღებად და 2X ოპტიკური ზუმისთვის. წინა კამერად წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.0 დიაფრაგმიანი ლინზებით, 1.4 მიკრონის ზომის პიქსელებით(რაც წინა კამერის ყველაზე დიდი დადებითი ტექნიკური მახასიათებელია) და FHD რეზოლუციის ვიდეოს გადაღებით.

კამერის პარამეტრებიდან გვხდება პროფესიონალური რეჟიმიც, საიდანაც შეგეძლებათ სინათლის ჩამკეტის, ISO მგრძნობელობის, თეთრი ფერის ბალანსის და კონტრასტის მართვა.

გთავაზობთ რამდენიმე კამერის ტესტს, რომელიც შთაბეჭდილებას შეგიქმნით მის შესაძლებლობებზე.

ჩვეულებრივი დღის სინათლეზე გადაღებული ფოტო

იმისათვის, რომ კამერის შესაძლებლობებზე შეგქმნოდათ რეალური შთაბეჭდილება, ჩემი კამერის ტესტებიც არის რეალური და არ არის რაიმე პარამეტრები გამოყენებული ან დამუშავებული გამოსახულება. ჩვეულებრივი დღის შუქზე გადაღებულ ფოტოში ზუსტად არის ასახული გამოსახულების ფერები, ზუსტად არის გაკეთებული ფოკუსი და დეტალები მკვეთრად არის წარმოდგენილი.

დღის შუქზე გადაღებული ფოტო ღრუბლიან ამინდში

აღნიშნული სმარტფონის კამერა ფერებს რომ ბუნებრივად აღიქვამს, ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ფერების ზუსტი აღქმა და ჩემს კრიტიკას დაიმსახურებდა წინააღმდეგ შემთხვევაში.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტო ტესტს ფერების აღქმის წარმოსადგენად!

შენობის პირობებში გადაღებული ფოტო აუტო რეჟიმში

დღის შუქზე გადაღებული ფოტო

2X ოპტიკური ზუმის ტესტი

როგორც უკვე აღვნიშნე, Nokia 8 Sirocco-ს “ტელეფოტო” F2.6 დიაფრაგმიანი ლინზების მქონე მეორე კამერა აქვს, რომელიც ოპტიკური ზუმის ფუნქციას ითავსებს.

ღამით გადაღებული ფოტო: F2.6 დიაფრაგმა, ISO100 და სინათლის ჩამკეტი აუტო რეჟიმზე

დღის სინათლეზე გადაღებული ფოტო ოპტიკური ზუმით და აუტო რეჟიმით

დაზუმების შემთხვევაში მოღრუბლულ ამინდშიც კი დეტალები არ იკარგება, ფერები ზუსტად არის აღქმული და ფოკუსიც ზუსტად არის გასწორებული.

ღამით გადაღებული ფოტო აუტო რეჟიმით

ღამით გადაღების დროსაც ფერები ზუსტად არის აღქმული, დეტალები იდეალურად არის გადმოცემული და არ არის ე.წ. ხმაური გამოსახულებაზე.

ფოკუსის ტესტი

როგორც ხედავთ სმარტფონის კამერა ობიექტთან ძალიან ახლოს არის მიტანილი, თუმცა მიუხედავად ამისა ფოკუსის გასწორებაზე პრობლემა არ შექმნილა და გამოსახულება მკვეთ ფერებში არის გადმოცემული. ხშირ შემთხვეაში ფოკუსის გასწორება ახლო მანძილზე სმარტფონების მთავარი პრობლემა არის, თუმცა არა აღნიშნული სმარტფონის.

კამერის შედარებით მოშორებული მანძილიდან სწორად გადმოცემული ობიექტის ფორმები უკან დაბურული გამოსახულების ფონზე.

გთავაზობთ რამდენიმე კამერის ტესტს სხვადასხვა სიტუაციების დროს

ფოკუსის და დეტალიზაციის ტესტი

შენობის სიბნელეში გადაღებული ფოტო

წინა კამერით გადაღებული ფოტო

 

ვიდეო გადაღების ტესტი

 როგორც აღვნიშნე, სმარტფონში გვდება ელექტრონული სტაბილიზაციაც და ოპტიკურიც, შესაძლებელია 4K ვიდეო გადაღება 30 კადრით წამში და FHD ვიდეო გადაღება 60 კადრით წამში, ორივე შემთხვევაში მოქმედებს სტაბილიზაცია. განსაკუთრებით აღსაღნიშნავია OZO აუდიო ხმის ჩაწერის შესაძლებლობა, რომელიც 3 მიკროფონის დახმარებით არის შესაძლებელი და პარამეტრებიდან შეგიძლიათ გათიშოთ უკანა ფონის ხმაური ან წინა ფონის ხმაური, რაც ვიდეოს დამუშავებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა.

სტაბილიზაციის ტესტი

მაკრო ვიდეო გადაღების ტესტი

აუდიო ჩაწერის შესაძლებლობის ტეტსი ვიდეო გადაღების დროს

საერთო ჯამში Nokia 8 Sirocco-ს კამერის შესაძლებლობები სრულიად აკმაყოფილებს ფლაგმანური სმარტფონის მოთხოვნებს.

P.S.  ოფიციალური საგარანტიო მომსახურეობის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ Nokia-ს სმარტფონს უნდა ჰქონდეს Goletian-ის ჰოლოგრამა.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close