მთავარიმობილური სამყაროსიახლეები
NOKIA AOP: სმარტფონი 5 მთავარი კამერით IFA-ს ღონისძიებაზე

Nokia ახალ კამერაფონს ამზადებს, რომელიც მოხსენებულია სხვადასხვა სახელებით და ესენია: A1P, A1 Plus, AOP, A1 Plus Euro და Nokia 9, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე სავარაუდოთ Nokia 9-ის სახელით წარსდგება, რადგან მსგავსი სახელი A1N გახლდათ Nokia 8 Sirocco-ს გამოსვლამდე სატესტო ვერსიის შემთხვევაში.
როგორც ირკვევა, Nokia AOP-ს 5 მთავარი კამერა ექნება, თუმცა რა კომბინაციით ჯერჯერობით უცნობია. ასევე ნახსენებია ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერი, LG-ს წარმოებული ეკრანი, Snapdragon 845-ის ჩიფსეტი და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება.
აღნიშნული სმარტფონის გამოსვლა ჯერ კიდევ მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის და კამერის ახალი ტექნოლოგიის მიზეზით ანონსის თარიღმაც გადაიწია.