მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Nokia X6 ოფიციალურად გამოვიდა: სუპერ ტრენდული სმარტფონი ხელმისაწვდომ ფასად!

Nokia განაგრძობს შესანიშნავი სმარტფონების გამოშვებას და ამჯერად შემოგვთავაზა საშუალო კლასის პრემიუმ სმარტფონი “X6”, რომელიც ტრენდულ მახასიათებლებთან ერთად დაბალი ფასითაც გამოირჩევა.

Nokia X6-ის შემადგენლობაში გვხდება 5.8 დიუმიანი FHD რეზოლუციის 19:9 ფორმატიანი IPS LCD ტიპის ეკრანი, Qualcomm Snapdragon 636-ის 14 ნანომეტრიანი არქიტექტურის ჩიფსეტი, 32 და 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერების ვარიანტები, 3 და 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ვარიანტები LPDDR4 ტექნოლოგიით, 3080 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, ორმაგი 16 და 5 მეგაპიქსელიანი კამერის სისტემა გიროსკოპული(ელექტრონული) სტაბილიზაციით, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და Android 8.1 ოპერაციული სისტემა.

X6-ის დიზაინი იმეორებს 2018 წლის ტრენდულ მახასიათებლებს, ეკრანში შეჭრილ კამერას, ეკრანის 80.3 პროცენტიან თანაფარდობას კორპუსთან, უკანა პანელზე განთავსებულ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს, სპეციალურ AI ალგორითმს კამერისთვის, USB C პორტს და საბედნიეროდ 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკიც აქვს.

ჩინეთის ბაზარზე 32 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი შეადგენს დაახლოებით 204 ამერიკულ დოლარს და 64 გიგაბაიტიანი ვერსია 260 ამერიკულ დოლარს. საერთაშორისო ბაზრისთვის ოდნავ განსხვავებულ ვარიანტს ვიხილავთ ოდნავ გაზრდილი ფასით, თუმცა ფასის სხვაობაც და შეცვლილი მახასიათებლებიც შეუმჩნეველი იქნება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close