განხილვებისიახლეებიტექსტური

Oculus Go: განსხვავებული კატეგორიის ვირტუალური რეალობის სათვალე!

ბოლო წლებია, რაც კომპანიები გვანებივრებენ სხვადასხვა ვირტუალური რეალობის მოწყობილობებით. ისინი ძირითადად ორი სახისაა: კომპიუტერთან ან კონსოლთან უშუალო კავშირის მქონე VR სათვალეები და თითონ სმარტფონის მეშვეობით მომუშავე მოწყობილობები.

Oculus Go გახლავთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველანაირი გარე დამხმარე მოწყობილობების გარეშე ფუნქციონირებს. ბაზარზე ეს არ არის მაღალი დონის VR-ი სათვალე და არც უამრავი შესაძლებლობით გამოირჩევა. მაგალითად, არ აქვს ისეთი ტექნოლოგიები, რომლითაც VR-დან ოთახებს შორის სიარულს შეძლებთ ყოველგვარი დამატებითი კამერის გარეშე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არის ძალიან მარტივი და კომპაქტური გამოსაყენებლად.

მონაცემებს რაც შეეხება, ძალიან წააგავს სმარტფონის იდენტურ მახასიათებლებს. Oculus Go აღჭურვილია 5.5 ინჩიანი 2560 x 1440-ზე რეზოლუციის ეკრანით (1280 x 1440 თითო თვალზე). პროცესორი 2016 წლის Snapdragon 821 აქვს. Oculus Go იწონის 468 გრამს, რომლის მასაც თითქმის იდენტურია Oculus Rift-სა და HTC Vive-ის. მეხსიერებასა და ფასს რაც შეეხება, 32 გიგაბაიტიანი 199$ ღირს, ხოლო 64 გიგაბაიტიანი კი – 249$-ი. კომპანია ირწმუნება, რომ განსაკუთრებულად ოპტიმიზირებულია VR აპლიკაციები, ასევე მაღალი ხარისხის ლინზები, უკეთეს გამოსახულებას იძლევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია არ ცდილობს Oculus Go-ში მთავარი ორი პრობლემის აღმოფხვრას. ესენია, დაბალი რეზოლუციის გარჩევადობა და ლიმიტირებული სივრცითი ხედვის არეალი. Oculus Go ძალიან გავს Samsung-ის Gear VR-ს, თუმცა მასზე მაღლა იმით დგას, რომ არ საჭიროებს ფლაგმანური ტელეფონის აუცილებლობას, რათა მოწყობილობამ იმუშაოს. Oculus-ის ახალ VR-ს არ აქვს ფოკუსის დამარეგულირებელი გორგოლაჭი, თუმცა გათვლია ისეთ ადამიანებზეც, რომლებიც სათვალეს ხმარობენ. შესაბამისად, მოწყობილობის ყიდვისას ლინზები შეგიძლიათ შეიძინოთ რეცეფტით.

Oculus-ის ვირტუალური რეალობის სათვალეს ასევე აქვს პატარა დინამიკები, 3.5 მმ-იანი ყურსასმენების ბუდე და Micro USB-ი პორტი, ნაცვლად ახალი USB-C-სა. Oculus Go-ს აქვს საკუთარი სტანდარტული Home ინტერფეისი, რომელშიც შეგიძლიათ იყიდოთ თამაშები, დაარეგულიროთ პარამეტრები, შეხვიდეთ ინტერნეტ ბრაუზერში და სხვა მრავალი. Oculus Go-ს აქვს ხმის მარეგურებელი და ჩართვა-გამორთვის ღილაკები. ასევე, მისი კონტროლერი ძალინ მსგავსია ზემოთ ნახსენები Gear VR-ის, ანალოგიური სენსორული პადითა და სასხლეტით. მოწყობილობა არც ძალიან იაფიანი და არც ძალიან ძვირიანი პროდუქტის შთაბეჭდილებას ტოვებს. საბოლოო ჯამში, თავის კატეგორიაში, რომელიც მუშაობისთვის არ მოითხოვს სპეციფიკურ სმარტფონს, იდეალური ვარიანტია მომხმარებლისთვის და რაც მთავარია, ფასიც საკმაოდ მისაღები აქვს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close