5Gმთავარისიახლეები

OnePlus-ი ევროპაში პირველი 5G სმარტფონის გამოშვებას გეგმავს

ჩინური სმარტფონების მწარმოებელი კომპანია OnePlus-ი ამერიკის ბაზარზე შესვლის გეგმის მიღწევის შემდეგ უკვე ახალ გეგმაზე გადავიდა, რომელიც გულისხმობს ევროპაში პირველი 5G სმარტფონის გამოშვებას, შესაბამისად ახალი ფლაგმანური სმარტფონის გამოშვებაც დაჩქარდება, რადგან 5G სმარტფონების გამოშვება 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

5G ტექნოლოგიის განვითარებაში OnePlus-ი კომპანია Qualcomm-თან თანამშრომლობს, რაც გეგმის შესრულებას კიდევ უფრო გაამარტივებს, რადგან თანამშრომლობა OnePlus 6T-ის ღონისძიებაზე Qualcomm-ის წარმომადგენელმა გაამყარა და მომავალ გეგმებზეც ისაუბრა, სადაც დასძინა, რომ OnePlus-ი ერთ-ერთი ყველაზე მჭირდრო პარტნიორი არის. შეგახსენებთ, რომ Samsung-ი და Huawei საკუთარ ჩიფსეტებს ამზადებენ, Qualcomm-ისგან მსგავსი ნაბიჯების გადადგმაც ლოგიკურია.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close