თვისმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

OnePlus 6: წლის მთავარი მონსტრი აქ არის!

OnePlus-ი Android და საერთოდ სმარტფონების სამყაროში არის პერფომანსის ნამდვილი “მეფე”, რომელმაც დღეს ახალი ფლაგმანური სმარტფონი წარმოგვიდგინა OnePlus 6-ის სახით. გარდა ძალიან დაბალანსებული და მისაღები ფასისა, ახალ მოდელში ამჯერად გაუმჯობესებული დიზაინი და შესაძლებლობები გვხდება.

OnePlus 6-ის შემადგენლობაშია 6.28 დიუმიანი FHD+ რეზოლუციის Optic AMOLED ეკრანი(კორპუსთან 84 პროცენტიანი თანაფარდობით), Qualcomm Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 6 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ვარიანტები LPDDR4x ტექნოლოგიით, 64|128|256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება UFS2.1 ტექნოლოგიით, 3300 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით (5V 4A), ვიბრაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ძრავი, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, სახის ამომცნობი სკანერი და Android Oreo-ზე მოდიფიცურებული Oxygen OS ოპერაციული სისტემა, რომელიც შეგიძლიათ ჩართვისთანავე განაახლოთ Android P Beta-ზე.

 

უკანა პანელზე გათავსებულია ორმაგი Sony-ს მიერ წარმოებული კამერის სისტემა, საიდანაც 16 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება 1.22 მიკრონის ზომის პიქსელებით და F1.7 დიაფრაგმიანი ლინზებით, ხოლო მეორე სენსორი 20 მეგაპიქსელიანია 1.0 მიკრონის ზომის პიქსელებით. კამერის აპარატურული მხარე ვერ გამოიყურება საინტერესოდ, თუმცა გადაღების შედეგი დამოკიდებულია ალგორითმზე, რომელიც OnePlus-ს ნამდვილად არ დაეწუნება. კამერის მახასიათებლებში ასევე შევხდებით ოპტიკურ სტაბილიზაციას(ფოტოებისთვის), ელექტრონულ სტაბილიზაციას(ვიდეოებისთვის), 4K ვიდეო გადაღებას 30 და 60 კადრით წამში, Super SloMo ვიდეო გადაღებას FHD რეზოლუციის 240 კადრით წამში და HD რეზოლუციით 480 კადრით წამში, ორმაგ ნათებას და პორტრეტის რეჟიმს.

წინა კამერად კვლავ Sony-ს მიერ წარმოებული 16 მეგაპიქსელიანი კამერა გვხდება FHD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითავსებს სახის სკანერის ფუნქციასაც.

OnePlus 6-ის ფასები შემდეგნაირია!

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close