მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

OnePlus 6T-ის დიზაინი ცნობილია: 3 მთავარი 48 მეგაპიქსელიანი კამერა, Gorilla Glass 6 და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი ეკრანში

მოგეხსენებათ, რომ Oppo-ს შვილობილი ბრენდი არის OnePlus-ი და ყოველი Oppo-ს გამოუშვებული ბოლო თაობის “R” სერიის სმარტფონის დიზაინი იდენტურია OnePlus-ის ფლაგმანური სმარტფონის.

Oppo-მ R17 სერია უკვე წარმოადგინა, საიდანაც Pro ვერსიას სამმაგი მთავარი კამერა აქვს, შესაბამისად OnePlus 6T-ის უკანა პანელის დიზაინი იქნება ასეთნაირი.

OnePlus 6T-ის წინა პანელი წარმოდგენილია ქვემოდ მოცემულ ფოტოზე, სადაც ვხედავთ ეკრანში შეჭრილ წინა კამერას, ხოლო სპიკერი კამერის ზემოთ არის განთავსებული.

OnePlus 6T-ში წარმოდგენილი იქნება Snapdragon 845-ის განახლებული ვერსიის ჩიფსეტი და Gorilla Glass 6-ის სუპერ გამძლე შუშა. მასში ასევე შევხდებით 6.4 დიუამიან AMOLED ეკრანს კორპუსთან 87%-იანი თანაფარდობით, ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს, 8 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 512 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, სამმაგ 48+16+20 მეგაპიქსელიან მთავარი კამერის სისტემას, 16 მეგაპიქსელიან წინა კამერას, 3500 მილიამპერიან ბატარეას და Android 9 ოპერაციულ სისტემას.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close