მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

OnePlus 6T ოფიციალურად გამოვიდა და ის კვლავ ინარჩუნებს დაბალ ფასს

5 წელია OnePlus-ი ფლაგმანურ სმარტფონს ვგთავაზობს კონკურენტებთან შედარებით ნახევარ ფასში, ახლა კი მან ახალი ფლაგმანი OnePlus 6T შემოგვთავაზა. რადგან ახალი ფლაგმანის შემდეგ წინა ფლაგმანი გაყიდვაში აღარ არის, შესაბამისად თქვენ ვერ შეძლებთ სხვა მოდელის შეძენას ამ ეტაპზე. თუმცა, ყველაზე მძლავრი პერფომანსის მქონე სმარტფონის შეძენა 550 ამერიკულ დოლარად შეგიძლიათ. OnePlus 6T-ს შემადგენლობაში გვხდება 6.41 დიუმიანი AMOLED ერანი, 6/8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128/256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი 16+20 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 3700 მილიამპერიანი ბატარეა, ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერი, Snapdragon 845-ის ჩიფსეტი სპეციალური გეიმერებისთვის განკუთვნილი სამომხმარებლო ინტერფეისით და Android 9 Pie ოპერაციული სისტემა. იდეალური შემოთავაზებაა ყველა კატეგორიის მომომხმარებლისთვის.

კამერის პარამეტრებში სიახლეა, ამჯერად HDR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ღამის გადაღების რეჟიმი დაემატა, რომელიც ძალიან ჰგავს Google-ის და Huawei-ის ღამის გადაღების რეჟიმებს. შედეგად ვღებულობთ მაღალი ხარისხის გამოსახულებას დაბალი განათების პირობებშიც.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close