მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

ONEPLUS 6T – სიახლეები, რომლებსაც მოუთმენლად ველით

OnePlus ყოველთვის კარგ სმარტფონებს აწარმოებდა, მაგრამ არის თვისებები, რომლებიც მობილურს განსაკუთრებულად აქცევს.
უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული ტელეფონი ოქტომბერში გამოვა და მისი ფასი დაახლოებით 550 დოლარი იქნება. აშკარაა, რომ ბრენდი ინარჩუნებს დანერგილ სახელს, როგორც პრემიუმ კლასის მკვლელს, და ფასს მაინც აზრდის. უანფლასი პრემიუმ ტიპის მონაცემების სმარტფომნებს წარგმოგვიგენს, როგორიცაა Iphone X ან Note 9, მკვეთრად დაბალ ფასად. მაშინ, როდესაც სხვა ტელეფონების ფასი1000 დოლარს აღწევს, ბრენდი კვლავ 550 დოლარის ფარგლებში გვთავაზობს პროდუქტს.

მაშ ასე, რას ველოდებით ოქტომბერში :

1. თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანს ქვეშ. როგორც მოგეხსენებათ, Vivo და Oppo OnePlus-ის ძმობილი კომპანიებია და რადგან მათ უკვე გამოიყენეს ეს ტექნოლოგია, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უანფლასმაც მიბაძოს მათ. მიუხედავად უამრავი პლუსისა, აღნიშნულ ტექნელოგოიას მაინც აქვს უარყოფითი თვისებები. რახანაც ჯერ ეკრანმა გამოსახულება უნდა გაანათოს, სმარტფონის განბლოკვას ახლა ბერვად დიდი დრო სჭირდება.

2. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად ბრენდი სმარტფონებში Micro SD ბარათის დაბრუნებას აპირებს. OnePlus 3 იყო ბოლო სმარტფომნი სადაც ეს ტექნოლოგიაგამოიყენეს, მაგრამ კომპანიაში ფიქრობენ, რომ მომხარებლებს უფრო მეტი მეხსიერება სჭირდებათ. ბარათს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, მეტად მოსახერხებელია ინფორმაციის შენახვა და ა.შ, მაგრამ მთავარ მიზეზად მაინც ის რჩება, რომ მომხარებლებს რაც შეიძლება დიდი კომფორტი შეუქმნან. მართალია, ახლა სმარტფონები უკვე დიდი მეხსიერებით გამოდის, მაგრამ ზოგიერთი მომხარებელი ამ მეხსიერებას ძალიან სწრაფად ითვისებს.

3. წყალგამძლეობა. წინა მოდელს IP სერთიფიაკტი არ აქვს, რადგან ეს კომპანიას შედარებით მეტი დაუჯდებოდა, რაც მობილურზე ფასს გაზრდიდა, მაგრამ კომპანიაში ფიქრობენ, რომ უკვე დროა სხვა ბრენდებს კონკურენცია წყალგამძლეობითაც გაუწიონ.

4. HDR დისფლეი, რადგან ბრენდის ფანები უკვე კატეგორიულად ითხოვენ უკეთეს გამოსახულებას. მართალია, OnePlus 6 ის 6.28 ინჩიან ეკრანს აქვს HDR გამოსახულება, მაგრამ ეს მითითბული არ არის მის ოფიციალურ დახასიათებებში. ამიტომაც, სავარაუდოა, რომ განსხვავებებს აქაც უნდა ველოდოთ.

5. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად OnePlus აპირებს გაითვალისწინოს მომხარებლების აზრი და შეცვალოს კუნძული, რომელიც ფანებს ძალიან არ მოეწონათ მის წინა მოდელში. მას შემდეგ რაც, OPPO R17 და Vivo 11-ს დიზაინები გახდა ცნობილი, აღარ არის გასაკვირი რომ 6T-შიც იგივე დიზაინს მიმართონ, რის შედაგადაც ბევრისგან დაწუნებული კუნძულის ზომა მკვეთრად შემცირდეს.

6. OnePlus აპირებს რომ მიბაძოს ჰუავეის და გამოიყენოს ის უნიკალური ფერი, რაც P20 სერიაში გხვდება. ასევე ცნობილია, რომ ბრენდს აქვს ტექნოლოგია მსგავსი ფერის დამზადების, შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ამ დიზაინის სმარფონს ვიხილავთ ოქტომბერში.

და ეს სულაც არ იქნება მოულოდნელი, რადგან იგივე დიზაინი გხვდება ახლად დაანონსებულ OPPO R17-ში.

მიუხედავად ყველაფრისა, არის ტექნოლოგიები, რომლებისგანაც კომპანია თავს ჯერ შორს იჭერს, თუნდაც უკაბელო დატენვა, მაგრამ მათ მაინც აქვთ იმედი, რომ გაუწევენ კონკურენციას ისეთ სმარტფონებს, როგორიცაა ახალი აიფონი, პიქსელ 3 და ნოუთ 9.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close