მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

OPPO FIND X: რევოლუციური სრულიად უჩარჩოო სმარტფონი, რომელიც თამაშის წესებს ცვლის!

OPPO-მ მრალი წლის შემდეგ წარმოგვიდგინა ფლაგმანური სმარტფონი, რომელიც ნამდვილად ღირსეულად წარსდგა სმარტფონების სამყაროში და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სრულიად უჩარჩოო დიზაინი გახლავთ.

სმარტფონში გვხდება 6.42 დიუმიანი 19.5:9 ფორმატიანი FHD+ რეზოლუციის ეკრანი, რომლის თანაფარდობა კორპუსთან შეადგენს 93.8 პროცენტს და მინდა აღვნიშნო, რომ მსგავი ეკრანის თანაფარდობა სხვა რომელიმე ბრენდის სმარტფონზე არ შეგვხვედრია დღემდე.

წინა და უკანა კამერები “სლაიდერი” დიზაინით არის შემოთავაზებული, რომელიც კამერის ჩართვის პროცესში ამოიწევა და სხვა დანარჩენი დრო კამერებს საერთოდ ვერ ვხედავთ, ვერც წინა პანელზე (შესაამისად მთლიანი ეკრანი არის გადაჭიმული წინა პანელზე) და ვერც უკანა პანელზე.

წინა კამერად წარმოდგენილია Sony-ს 24.8 მეგაპიქსელიანი სენსორი AI კამერის ალგორითმით და 3D სახის სკანერით. წინა კამერა ასევე საშუალებას გვაძლევს 3D და Omoji ანიმაციბი გავაგზავნოთ ტექსტური შეტყობინების სახით.

მთავარ კამერად ორმაგი Sony-ს 16 და 20 მეგაპიქსელიანი სენსორები გვხდება, თუმცა 20 მეგაპიქსელიანი სენსორი OnePlus 6-ის მსგავსად დამხმარე კამერის როლს ასრულებს, პორტრეტებისთვის და ღამის ფოტოებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს გადავიღოთ საუკეთესო ხარისხის 10, 12 ან 16 მეგაპიქსელიანი ფოტოები.

სმარტფონის შემადგელობაში ასევე გვხდება Qualcomm Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 8 გიგაბაიტიანი LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება, 256 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, 3730 მილიამპერიანი ბატარეა VOOC სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით და Android 8.1 ოპერაციული სისტემა ColorOS 5.1 სამომხმარებლო ინტერფეისით.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close