მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

OPPO R17: მსოფლიოში პირველი სმარტფონი Snapdragon 670-ის ჩიფსეტით და Gorilla Glass 6-ის დაცვით

Oppo შეიძლება ითქვას ყველაზე ლამაზი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია არის, რომელიც ტოპ სმარტფონების მწარმოებლებშიც გვეგვლინება უკვე ბოლო ორი წელია. დღეს კი მან ახალი საშუალო კლასის სმარტფონი R17 წარმოგვიდგინა.

R17 მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელშიც გვხდება 10 ნანომეტრიანი საშუალო კლასის ჩიფსეტი Snapdragon 670 და Gorilla Glass 6-ის სუპერ გამძლე შუშა. მაში ასევე ვხდებით 6.4 დიუამიან AMOLED ეკრანს კორპუსთან 87%-იანი თანაფარდობით, ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს, 8 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, ორმაგ 16+20 მეგაპიქსელიან მთავარი კამერის სისტემას, 25 მეგაპიქსელიან წინა კამერას, 3500 მილიამპერიან ბატარეას და Android 8.1 ოპერაციულ სისტემას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში IFA-ს ღონისძიებაზე ვიხილავთ OPPO R17 Pro-საც, რომელსაც 3 მთავარი კამერის მოდული და Snapdragon 710-ის ჩიფსეტი ექნება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close