მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Oppo R17 Pro ოფიციალურად გამოვიდა: ორმაგი ბატარეა, სამმაგი კამერა და ინოვაციური ტექნოლოგიები

Oppo-მ თავისი კიდევ ერთი პრემიუმ საშუალო კლასის სმარტფონი ოფიციალურად გამოუშვა, რომელსაც მის შვილობილ ბრენდში OnePlus-ში ფლაგმანური სმარტფონის სახით ვიხილავთ, რადგან მას ფლაგმანური ჩიფსეტი ექნება.

R17 Pro-ში ვხდებით 6.4 დიუმიან ეკრანს კორპუსთან 91 პროცენტიანი თანაფარდობით, Snapdragon 710-ის ჩიფსეტს, 8 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, ორმაგ 1850 მილიამპერიან ბატარეას(ჯამში 3700 მილიამპერი საათში), სამმაგ მთავარ კამერას, ერთ წინა კამერას(რომელიც ეკრანში პატარა ჭრილით არის წარმოდგენილი), თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს ეკრანში, Android 8.1 ოპერაციულ სისტემას და SuperVOOC სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიას.

მინდა ყურადღება გავამახვილო კამერაზე. აქ გვხდება 3 კამერის სისტემა, საიდანაც ერთი 12 მეგაპიქსელიანია, ხოლო მეორე 20 მეგაპიქსელიანი. მესამე კამერა “3D ToF სტერეო” გახლავთ, რომელიც რეალურ დროში სინათლის სიჩქარის სისწრაფით ინფორმაციას აწვდის კამერას, ასკანირებს გამოსახულებას და მაქსიმალურად ზუსტად ანაწილებს სინათლეს.  ასევე გვხდება ცვლადი F1.5 და F2.4 დიაფრაგმიანი ლინზები, მეორე კამერა F2.6 დიაფრაგმიანი ლინზებით და ToF კამერა F2.0 დიაფრაგმიანი ლინზებით. ასევე მინდა ავღნიშნო 7 ლინზიანი სისტემა, რომელიც იშვიათად გვხდება, რადგანსხვა ბრენდის სმარტფონები ძირითადად 5 და 6 ლინზიან სისტემას იყენებს(გამონაკლისია Xperia XZ2 Premium, რომელსაც ასევე 7 ლინზიანი სისტემა აქვს).

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close