ბლოგიმობილური მოწყობილობებისთვისსიახლეებიტექსტური

Pikachu Edition Super VOOC Power Bank: მსოფლიოში ყველაზე სწრაფი Power Bank-ი Oppo-სგან!

სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Oppo, Pokemon-თან თანამშრომლობით, გამოუშვებს 10000 მილიამპერიან Pikachu Edition Super VOOC Power Bank-ს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დამუხტვის Power Bank-ი იქნება. შეგახსენებთ, რომ VOOC არის Oppo-ს სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია, რომელიც თავის სმარტფონებში გამოიყენება. ასევე OnePlus-ის Dash Charge-ი, რომელიც იდენტური ტექნოლოგიაა, უბრალოდ რებრენდირებული.

2018 წლის დასაწყისში Oppo-მ წარადგინდა Find X-ი და მისი Lamborghini Edition ვერსია, რომელიც VOOC-ს ნაცვლად, გაუმჯობესებული Super VOOC სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით გამოუშვა. ეს უკანასკნელი მისი წინამორბედისგან (VOOC) განსხვავდება იმით, რომ გაცილებით სწრაფად უზრუნველყოფს სმარტფონის დამუხტვას. მაგალითად, ამ ტექნოლოგიის დახმარებით, Oppo Find X-ი 0-100-მდე 35 წუთში იტენება.

Pikachu Edition Super VOOC Power Bank-ის ფასი იქნება 58$-ის ფარგლებში, რომელიც ორმხრივი Super VOOC Flash Charge ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. Power Bank-ის დატენვას შეძლებთ 50W Super VOOC ადაპტერით, ხოლო იგი სწრაფად დამუხტავს 50W (10V/5A) სიჩქარემდე Super VOOC მხარდაჭერის სმარტფონებს, მაგალითად, როგორებიცაა Oppo Find X-ი ან Oppo R17-ი.

Pikachu Power Bank-ი ხელმისაწვდომი იქნება ყვითელ ფერში. მომხარებელი სმარტფონის დამუხტვისას დაბლოკილ ეკრანზე შენიშნავს განსხვავებულ ანიმაციასაც. საეჭვოა ის ფაქტი, ოფიციალურად გაიყიდება თუ არა აღნიშნული Power Bank-ი ჩინეთის საზღვრებს გარეთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close