მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Pixel 3 XL-ის დიზაინი შესაძლოა შეიცვალოს: Google-ი 7 ახალ სმარტფონს ტესტავს!

როგორც უკვე იცით, რუსულმა ტექნოლოგიურმა ბლოგებმა შავ ბაზარზე Google-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონი Pixel 3 XL-ი მოიპოვეს. რუსულმა ტექნოლოგიურმა ბლოგმა mobile-review.com-მა განხილვაც კი გააკეთა უკვე და აღნიშნა, რომ Google-ი ფლაგმანური სმარტფონების 7 პროტოტიპს ტესტავს.

7 პროტოტიპიდან ორის ინფორმაციების გაჟონვის საშუალება Google-მა მისცა ბლოგერებს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ხალხის აზრის გასაგებად გავრცელდა ინფორმაციები! mobile-review-ის თქმით 7 პროტოტიპიდან 6 სმარტფონზე სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება, ხოლო ერთი დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონია, რომლის რელიზიც უფრო მოგვიანებით შედგება, სავარაუდოთ 2019 წელს. იმ ორი ვერსიის გარდა, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ ინტერნეტ სამყაროში, არსებობს 4 პროტიპი, რომლებსაც სრულიად განსხვავებული დიზაინი აქვთ, მათ შორის უკანა კორპუსზე ორმაგი კამერის სისტემასაც ვხდებით. ვიმედოვნებ, რომ 4 ოქტომბერს Google-ი გადაწყვეტს სხვა ვერსიების გამოშვებას და არა იმას, რაც უკვე ვიცით. გარდა ამ ინფორმაციებისა, წყარო გვაუწყებს, რომ შესაძლოა Pixel 3-ზე ვიხილოთ Snapdragon 855-ის ჩიფსეტი და 5G ტექნოლოგია.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close