AndroidTOPკვირისსიახლეები

Play Store-ის ფასიანი აპლიკაციები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოშიც!

როგორც იცით, უკვე დიდი ხანია რაც ქართველი მოხმარებლები Play Store-ის ფასიან აპლიკაციებს ვერ ყიდულობდნენ. უფრო მეტიც, დამხმარე VPN აპების გადმოწერის გარეშე ქართული Play Store-ი არც კი აჩვენებდა მარკეტში არსებულ ფასიან თამაშებსა თუ აპლიკაციებს. ყოველ სიახლეს პირველი აშშ-ს მომხმარებელი იღებდა, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა, გერმანია დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ასევე კანადა და ავსტრალია.

ახალი დოკუმენტის თანახმად, დეველოპერებს უკვე საშუალება ეძლევათ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ფასიანი აპლიკაციები, თამაშები და in-app შეძენის განხორციელება (აპლიკაციასა და თამაშში შესყიდვა) საქართველოსა და მიანმარში (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა). ჩვენთან, საქართველოში ფასები დაიწყება 2 ლარიდან (GEL) და მიაღწევს 1100 ლარს, ანუ დაახლოებით 0.75$-დან 410$მდე.

Play Console-მა ასევე დაამატა ორი ქვეყნის ლოკალური ვალუტა, სადაც აქამდე აშშ დოლარი გამოიყენებოდა. ესენია: პარაგვაი (PYG 5700-დან 2400000-მდე) და სერბეთი (RSD 99 დან 41000-მდე). ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ Google-ის ამ სასიხარულო ამბის შემდეგ, უახლოეს მომავალში Apple-სგანაც უნდა ველოდოთ ამგვარ სიახლეს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close