მთავარისიახლეები

Pocophone F1: მიმოხილვა

საოცარი სმარტფონი, საოცრად დაბალ ფასად

თანამედროვე ეპოქაში უკვე აღარ არის აუცილებელი მაღალი კლასის სმარტფონებში დიდი ფასის გადახდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი შიაომის ახალი სერიის პირველი სმარტფონი – Pocophone F1-ია. იგი ქართული ბაზრის ბუმს წარმოაგდენს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. და მაინც, რატომ არის ამხელა კონკურენცია ამ სმარტფონზე?! vortex.ge წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური სმარტფონის განხილვას.
ალბათ, snapdragon 845 799 ლარად (ბოლო მონაცემებით საქართველოში სწორედ ესაა მისი ფასი) უკვე ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს, ის კონკურენციას უწევს ისეთ სმარტფონებს, როგორებიცაა OnePlus 6 ან თუნდაც Xiami mi8. Android Authority-მ ჩაატარა ექსპერიმენტი, ერთ-ერთმა ყველაზე სანდმო კომპანიამ ანდროიდებში, ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო, ერთმა 64 GB-იანი ვერსია აიღო და რამდენიმე დღის განმავლობაში ტესტავდა მის დიზაინს, აწყობის ხარისხსა და გამოსახულებას, ხოლო მეორე ჯგუფი 256GB-იან ვერსიას ტესტავდა და ამოწმედა სისწრაფეს, ელემენტს, კამერას. შედეგები კი ასეთია :

რა თქმა უნდა, არავინ არ ელოდა აღნიშნული სმარტფონისგან XZ3 ის დიზაინს, თუმცა შედეგებით მაინც უკმაყოფილოები ვართ. რეალურად, სმარტფონი არ გამოიყურება და არც ხელში დაჭერისას გაგრძნობინებთ რომ პრემიუმ კლასისაა, პირიქით, მისი პლასტმასის უკანა ნაწილი უფრო მეტად საშუალო კლასის სმარტფონს მოგაგონებთ. ამასთანავე, აშკარად ჩანს, რომ სხვა სმარტფონებში, თუნდაც, მინის უკანა პანელი ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე Pocophone F1 პოლიკარბონიდის ვერსია.

ხოლო თუ თქვენ უფრო ემტად ძვირადღირებული და ლამაზი გნებავთ, მაშინ მისი 8GB-იანი ვერსია უნდა შეიძინოთ, 256 GB-იანი შინდა მეხისერებით. ამ მოდელს “Armored Edition”-ს უწოდებენ და მისი დასახელება შესანიშნავად აღნიშნავს მის აწყობის ხარისხს. ეს ვერსია მხოლოდ შავ ფერშია ხელმისაწვდომი, თან გამოყენებულია დიზაინის ის მახასიათებლები, რომლებიც Motorola Droid-ში გვხდებოდა, მაგრამ ამას თავისი უპირატესობა აქვს – არ უნდა შეგეშინდეთ სმარტფონის ქეისის გარეშე ტარების.

ყველა მოდელს ალუმინის გვერდითა მხარე აქვს, ღილაკები მარჯვენა მხარესაა მოთავსებული. ტელეფონი ძალიან თხელი და მოსახერხებელია.

როგორც სხვა მწარმოებლების უმრავლესობამ, შიაომიმაც წინ დიდი კულით გამოუშვა აღნიშნული სმარტფონი. ამავდროულად, თუ თქვენ შედარებით პატარა სმარტფონები გხიბლავთ, მაშინ ეს თქვენთვის არ არის. მას იგივე წონა და ზომა აქვს, რაც OnePlus 6-ს.

5.99 ინჩიანი LCD დისპლეი უკმაყოფილოდ არ დაგტვოვებთ, მისი 1080 x 2246 რეზოლუცია საკმარისია იმისთვის, რომ პიქსელები თითქმის შეუმჩნეველი იყოს. ფერები ძალიან ნათელი და ლამაზია, თუმცა აშკარაა, რომ სმარტფონს განსაკუთრებულად მისი პროცესორის აქცევს.

სმარტფონის სამი ვერსია არსებობს 6/64, 8/128, 8/256 და სამივე snapdragon 845-ზე  მუშაობს, ამასთანავე გრაფიკულ ფროცესორად Adreno 630 აქვს, რაც ფაქტობრივად უკონკურენტოდ აქცევს მისი ფასის სხვა სმარტფონებთან მიმართებაში. მართალია ციფრები არ არის ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკაში აშკარად ჩანს მისი სისწრაფე და ის რომ სმარფონი მუშაობს ისე, როგორც სხვა პრემიუმ კლასის მობილურები.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს იდეალური ელემენტი. 4,000 mAh საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სმარტფონს 50%-იან განათებაზე 9 საათიანი screen on time ემუშავა, როცა დროის უმეტესება ვიდეოების ყურებაში და ინტერნეტის მოხმარებაში დაიხარჯა. ამასთანავე, თამაშებთან მიმართებაშიც არანაირი პრობლემა არ შექმნილა. დატენვა ძალიან სწრაფი აქვს, რის მიზეზიც quick charge 3-ია. მოდელში wireless charging არ გვხდება, რაც ფასს უსათუოდ გაზრდიდა. ამ მეთოდს 2018-ში საკმაოდ ბევრმა კომპანიამ მიმართა დაბალი ფასის შესანარჩუნებლად.

მთავარი უპირატესობა და სარეკლამო საშუალება პერფომანსია, მისმა 6GB რამიანმა ვერსიამ ანტუტუზე ისეთი შედეგები დადო, რომლებიც აღემატება 2018 ფლეშგიფებისას.

ალბათ, დამეთანხმებით 260 000 მართლაც გასაოცარი შედეგია, მაგრამ Snapdragon 845 და Adreno 630-სგან ნაკლებს არც უნდა მოველოდეთ.

წინა კამერა ორმაგია 12MP და 5MP, რაც ძალიან მიმზიდველად ჟღერს, თუმცა გამოყენების დროს იმედები გაგიცრუვდებათ. მთავარი კამერა კი ძალიან კარგია, მაღალ შუქზე გარჩევადობა ძალიან მაღალი აქვს, დეტალები გამოკვეთილია, Potrait mode თითქმის იდეალურია. დანარჩენი კი თქვენ შეაფასეთ

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close