მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

POCOPHONE F1 ოფიციალურად გამოვიდა: ფლაგმანური სმარტფონი 300 დოლარად Xiaomi-სგან

Xiaomi-მ ფლაგმანური სმარტფონების მკვლელი ბრენდი POCOPHONE შექმნა და დღეს პირველი სმარტფონი F1 წარმოგვიდგინა. უკვე დიდი ხანია ფლაგმანური სმარტფონების საბაზრო ღირებულება გასცდა 600 ამერიკულ დოლარს და ხშირ შემთხვევაში 1000 ამერიკულ დოლარსაც აჭარბებს. Xiaomi-მ შეძლო და ფლაგმანური სმარტფონი 300 ამერიკულ დოლარად შემოგვთავაზა.

F1-ში გვხდება 6.18 დიუმიანი FHD რეზოლუციის IPS LCD ეკრანი კორპუსთან 82 პროცენტიანი თანაფარდობით, Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 6/8 გიგაბაიტიანი LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება, 64/128/256 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, 12+5 მეგაპიქსელიანი ორმაგი მთავარი კამერის სისტემა 4K და FHD ვიდეოს გადაღებით 240 კადრით წამში, 20 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 4000 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობით, თვალის ბიომეტრიული სკანერი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და Android 8.1 ოპერაციული მუშაობა.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ POCOPHONE-ის შექმნაში განსხვავებული გუნდი მუშაობს და ცალკე კომპანიად განაგრძობს მოღვაწეობას, როგორც Huawei-ს აქვს ქვებრენდი Honor და Oppo-ს აქვს OnePlus-ი. POCOPHONE-ის არსებობა ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის და ფასების დარეგულირებასაც უნდა ველოდოთ.

64 გიგაბაიტიანი ვერსიის ღირებულება 300 ამერიკულ დოლარს შეადგენს, 128 გიგაბაიტიანი ვერსიის ღირებულება 345 ამერიკულ დოლარს, ხოლო 256 გიგაბაიტიანი ვერსია სულ რაღაც 415 ამერიკულ დოლარს შეადგენს. POCOPHONE F1 ძალიან მალე ოფიციალურად გაყიდვაში საქართველოშიც ჩაეშვება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close