სიახლეებიტექსტური

Polaroid TV: რა სახის ბიუჯეტურ ტელევიზორებს გვთავაზობს Polaroid-ი?

სიტყვა Polaroid-ი ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის ასოცირდება ფოტოკამერასთან. ეს ასეც იყო მანამ, სანამ კომპანიამ ზარალი არ ნახა ამ კუთხით. ამიტომ მათ შეცვალეს პროფილი და მიმართულება. დღესდღეობით, Polaroid-ის ბრენდით გვხვდება აუდიო პროდუქცია, სმარტფონების ფოტო აპლიკაციები და სხვა. მათ შორისაა ტელევიზორები, რომელსაც კომპანია ძირითადად ბიუჯეტურ სეგმენტში გვთავაზობს.

ტელევიზორის ზომები, Smart TV პლატფორმა, გამოსახულების დამუშავების ტექნოლოგიები, ეს ის თანამედროვე სტანდარტებია, რომელსაც კომპანია საკუთარ პროდუქციაში ნერგავს. ბაზარზე Polaroid-ი ანალოგიურ პოზიციებს იკავებს მსგავსად ბრენდებისა, Hisense ან Toshiba. ასეთი კომპანიების მიზანია ბიუჯეტური LED ტექნოლოგია დიდი ზომის ეკრანებში მოათავსონ და მომხმარებელს ყველაზე ხელისაწვდომ ფასად შესთავაზონ.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში Polaroid-ი იაფიან ტელევიზორებს საკმაოდ დაბალ ფასში ყიდის. კონკრეტულად ავიღოთ 24 ინჩიანი Polaroid Series 1, რომლის ფასიც სულ რაღაც 180$-მდე შეადგენს. აშშ-ში Asda-ს საცალო ფასებით 32 ინჩიანი 720p გაფართოების მქონე ტელევიზორი მხოლოდ და მხოლოდ 129$ ღირს. უფრო მეტიც, Polaroid-ის 4K TV-ი საკმაოდ იაფია სხვა ბრენდებთან შედარებით. ამერიკული, სავაჭრო ცენტრი, Kmart-ი 55 ინჩიან UHD ტელევიზორს მომხმარებელს სთავაზობს 500$-ად.

Polaroid-ი აწარმოებს ტელევიზორების ისეთ ზომებს, რომელსაც სხვა წამყვანი ბრენდები თითქმის აღარ უშვებენ. მაგალითად 24 და 32 ინჩიანი ვარიანტები. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია აღნიშნული ეკრანის ზომების მქონე ტელევიზორის საძინებელში განთავსება. საბოლოო ჯამში, Polaroid-ი გვთავაზობს, პრინციპში ნორმალური გამოსახულების მქონე პროდუქტს საკმაოდ დაბალ ფასად. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სასურველია მის შეძენისას არჩევანი პატარა ზომის ეკრანებზე გააკეთოთ, რადგან გამოსახულების ხარისხი დიდ ზომებში გაცილებით დაბალია.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close