მთავარისიახლეებიჩიპსეტები

Qualcomm-მა ახალი 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Snapdragon 855 ოფიციალურად გამოუშვა: 5G ტექნოლოგია აქ არის!

Qualcomm-მა ახალი 7 ნანოემტრიანი ჩიფსეტი Snapdragon 855 და 5G მოდემი X50 ოფიციალურად გამოუშვა. Snapdragon 855-ში ცენტრალური ბირთვები სამ ნაწილადა არის დაყობილი, ყველაზე მძლავრი ერთი ბირთვი 2.84 გიგაჰერც სიხშირეზე მუშაობს, სამი ბირთვი 2.42 გიგაჰერც სიხშირეზე, ხოლო ოთხი ბირთვის 1.78 გიგაჰერც სიხშირეზე, ეს უკანასკნელი სმარტფონს დაეხმარება სტანდარტული მომხმარების დროს დაზოგოს ბატარიის ენერგო მომხმარება. ჩიფსეტის შემადგენლობაში ასევე ვხდებით Andreno 640-ის გრაფიკულ პროცესორს, ინტეგრირებულ 4G მოდემს X24-ს(რომელიც ფაილს გადმოიწერს წამში 2 გიგაბიტი სიჩქარით), მეოთხე თაობის AI-სთვის განკუთვნი NPU პროცესორს(რომელიც კონკურენტებთან შედარეით გაცილებით მძლავრია და სმარტფონის პერფომანსს ორჯერ ზრდის), UFS3.0 შესანახი მეხსიერების ტექნოლოგიის მხარდაჭერას, LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას და 5G მოდემის X50-ის მხარდაჭერას, რომელიც სმარტფონების მწარმოებელმა ბრენდებმა სურვილისამებრ უნდა გამოიყენონ თავიანთ სმარტფონებში, რადგან 2019 წლისთვის არც მოითხოვს ბაზარი, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს სმარტფონს 5G ტექნოლოგია, თუმცა Qualcomm-მა გამოაქვეყნა ბრენდები, რომლებიც უკვე მუშაობენ 5G სმარტფონზე და ეს ბრენდებია: Google, Sony, OnePlus, HMD(იგივე Nokia), Samsung, LG, Vivo, Oppo, HTC, Motorola, Xiaomi, ZTE და Sharp. აღნიშნული ბრენდები 2019 წლის დასაწყისშივე წარმოგვიდგენენ ახალი ჩიფსეტით და 5G ტექნოლოგიით სმარტფონებს, თუმცა ამათგან პირველად Samsung-ი და Sony-ი იქნება, თებერვალში MWC ღონისძიებაზე წარმოდგენილ სმარტფონებზე.

მინდა აღვნიშნო Qualcomm-ის ახალი 3D Sonic სენსორი, რომელიც გულისხმობს ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს, რაც იმაზე ბევრად სწრაფად და აკურატულად მუშაობს, ვიდრე გვხდება დღემდე არსებულ სმარტფონებზე. პირველად აღნიშნულ ტექნოლოგიას Samsung-ის ახალ ფლაგმანური სმარტფონების სერიაზე Galaxy S10-ზე ვიხილავთ.

მნიშვნელოვანი სიახლეა კამერაშიც! დაემატა 4K HDR ვიდეოს გადაღება 60 კადრით წამში, 3-ჯერ უფრო გაძლიერდა AI ტექნოლოგიის პერფომანსი, 60 კადრით წამში შესაძლებელი გახდა გადაიღოთ ალტერნატიული რეალობის ვიდეოები, ასევე გაუმჯობესდა ვიდეო და ფოტო გადაღების ალგორითმები.

P.S. პოსტი განახლდება, რადგან Qualcomm-ის ღონისძიება დღესაც გრძელდება და დეატულური ინფორმაცია გვეცოდინება დღეს. 🙂

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close