კომბიუტერული სამყარომთავარისიახლეებიჩიპსეტები

Qualcomm Snapdragon 1000: პირველი რეალური ჩიფსეტი ARM სისტემისთვის

Qualcomm-ი Asus-ის შემდეგი თაობის ლეპტოპზე კოდური სახელწოდებით “Primus”, ტესტავს ახალ ჩიფსეტს, რომელიც ARM ოპერაციული სისტემისთვის იქნება განკუთვნილი და Windows 10-ის სრული მხარდაჭერაც ექნება. ახალი ჩიფსეტის სახელი Snapdragon 1000 გახლავთ, თუმა ის მხოლოდ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის არის განკუთვნილი და ვერ ვიხილავთ სმარტფონებზე.

Snapdragon 1000-ს 2K რეზოლუციის ეკრანის მხარდაჭერა ექნება, ხოლო სიმძლავრით ორ ვარიანტად 12-15 ვატის ვერსიებს ვიხილავთ. რაც შეეხება მის არქიტექტურას, რა თქმა უნდა ARM-ს Cortex A76-ით მოგვაწონებს თავს.

მსგავსი სიმძლავრის ჩიფსეტი სმარტფონებზე ვერ მოთავსდება და რა თქმა უნდა მობილური ჩიფსეტებისგან განსხვავებული ზომებიც ექნება, თუმცა ვიხილავთ სმარტფონებისთვის განკუთვნილ ვერსიასაც Snapdragon 855-ს.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-ის Windows 10 ARM ოპერაციული სისტემა Androimeda OS პროექტით არის წარმოდგენილი და ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს, რომელსაც დეტალურად მოგვიანებით გაგაცნობთ.

 

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close