მთავარიმობილური სამყაროსიახლეებიჩიპსეტები

Qualcomm Snapdragon 710: საშუალო კლასის ჩიფსეტი პრემიუმ მახასიათებლებით და ხელოვნური ინტელექტით

Qualcomm-მა წარმოგვიდგინა ახალი საშუალო კლასის ჩიფსეტი Snapdragon 710, რომელიც საშუალო კლასის სმარტფონებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ფლაგმანური ჩიფსეტისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.

ჩიფსეტი შექმნილია 10 ნანომეტრიანი არქიტექტურით, სადაც გვხდება მაღალი წარმადობის Cortex A75-ის და დაბალი წარმადგობის Cortex A55-ის ცენტრალური ბირთვები. მის შემადგენლობაში ასევე არის ხელვნური ინტელექტის AI ძრავი და მულტი ბირთვის მქონე ნერვული პროცესორი ხელოვნური ინტელექტისთვის.

კამერის პროცესორად წარმოდგენილია Qualcomm Spectra 250, რომლის დახმარებითაც სმარტფონების მწარმოებლები შეძლებენ დააყენენო ორმაგი 20 მეგაპიქსელიანი კამერა ან ერთი 32 მეგაპიქსელიანი. აღნიშნული პროცესორი სმარტფონის კამერას ეხმარება ვიდეოს და ფოტოს გადაღების დამუშავებაში.

პირველად საშუალო კლასის სერიის ჩიფსეტში გვხდება 4K HDR ეკრანის და მთლიანი კონტენტის მხარდაჭერა, ოთხ ანტენიანი LTE Cat 15, Adreno 616 გრაფიკული პროცესორი და Kryo 360 ცენტრალური პროცესორის ბირთვები(ფლაგმანური სერიიდან),

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close