5Gმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Qualcomm Snapdragon 855: მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და ჭკვიანი ჩიფსეტი რევოლუციური ტექნოლოგიებით

Qualcomm-მა ახალი 7 ნანოემტრიანი ჩიფსეტი Snapdragon 855 და 5G მოდემი X50 ოფიციალურად გამოუშვა. Snapdragon 855-ში ცენტრალური ბირთვები სამ ნაწილად არის დაყობილი და მსოფლიოში პირველად წარმოდგენილია Prime Core არქიტექტურა, რომელიც სმარტფონს საშუალებას აძლევს სტაბილურად შეინარჩუნოს პერფომანსი და ამავდროულად იყოს ენერგოეკონომიური! ცენტრალური ბირთვებიდან ყველაზე მძლავრი ერთი ბირთვი 2.84 გიგაჰერც სიხშირეზე მუშაობს, სამი ბირთვი 2.42 გიგაჰერც სიხშირეზე, ხოლო ოთხი ბირთვის 1.80 გიგაჰერც სიხშირეზე, ეს უკანასკნელი სმარტფონს დაეხმარება სტანდარტული მომხმარების დროს დაზოგოს ბატარიის ენერგო მომხმარება.. საერთო ჯამში წინა თაობის ჩიფსეტთან შედარებით ცენტალური პროცესორის სიმძლავრე 45%-ით არის გაზრდილი.

ჩიფსეტის შემადგენლობაში ასევე ვხდებით 20%-ით მძლავრ Andreno 640-ის გრაფიკულ პროცესორს, ინტეგრირებულ 4G მოდემს X24-ს(რომელიც ფაილს გადმოიწერს წამში 2 გიგაბიტი სიჩქარით), მეოთხე თაობის AI-სთვის განკუთვნი NPU პროცესორს(რომელიც კონკურენტებთან შედარეით გაცილებით მძლავრია და სმარტფონის პერფომანსს ორჯერ ზრდის, სამჯერ მძლავრია მის წინა ვერსიასთან და კონკურენტებთან შედარებით ორჯერ მძლავრი, წამში ამუშავებს 7 ტრილიონ ინფორმაციას. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ AI ტექნოლოგიაზე Google-თან კოლაბორაციით იმუშავეს), UFS3.0 შესანახი მეხსიერების ტექნოლოგიის მხარდაჭერას, LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას და 5G მოდემის X50-ის მხარდაჭერას, რომელიც სმარტფონების მწარმოებელმა ბრენდებმა სურვილისამებრ უნდა გამოიყენონ თავიანთ სმარტფონებში, რადგან 2019 წლისთვის არც მოითხოვს ბაზარი, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს სმარტფონს 5G ტექნოლოგია.

Qualcomm-მა გამოაქვეყნა ბრენდები, რომლებიც უკვე მუშაობენ 5G სმარტფონზე და ეს ბრენდებია: Google, Sony, OnePlus, HMD(იგივე Nokia), Samsung, LG, Vivo, Oppo, HTC, Motorola, Xiaomi, ZTE და Sharp. აღნიშნული ბრენდები 2019 წლის დასაწყისშივე წარმოგვიდგენენ ახალი ჩიფსეტით და 5G ტექნოლოგიით სმარტფონებს, ამათგან მსოფლიოში პირველად OnePlus-ი გამოუშვეს პირველ 5G სმარტფონს.

მინდა აღვნიშნო Qualcomm-ის ახალი 3D Sonic სენსორი, რომელიც გულისხმობს ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს, რაც იმაზე ბევრად სწრაფად და აკურატულად მუშაობს, ვიდრე გვხდება დღემდე არსებულ სმარტფონებზე. პირველად აღნიშნულ ტექნოლოგიას Samsung-ის ახალ ფლაგმანური სმარტფონების სერიაზე Galaxy S10-ზე ვიხილავთ.

მნიშვნელოვანი სიახლეა კამერაშიც! დაემატა 4K HDR ვიდეოს გადაღება 60 კადრით წამში, 3-ჯერ უფრო გაძლიერდა AI ტექნოლოგიის პერფომანსი, 60 კადრით წამში შესაძლებელი გახდა გადაიღოთ ალტერნატიული რეალობის ვიდეოები, ასევე გაუმჯობესდა ვიდეო და ფოტო გადაღების ალგორითმები.

Snapdragon 855-ში მსოფლიოში პირველად გვხდება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა Price Core არქითექტურა, 5G მოდემი, 2 გიგაბიტ/წამიანი 4G LTE მოდემი, NPU პროცესორი 7 ტრილიონი ინფორმაციის გადამუშავებით წამში, მეექვსე თაობის WiFi ტექნოლოგია წამში 10 გიგაბიტი სისწრაფით, მულტი კამერის მხარდაჭერა, 4K HDR ვიდეოს გადაღება 60 კადრით წამში, 4K HDR პორტრეტ-ვიდეო გადაღება, CV-ISP სიგნალის მიმღები კამერისთვის, HEIF ფორმატში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, 4K HDR10+ ვიდეოს გადაღება, 3D Sonic სენსორები, კამერის პროცესორი ინტეგრირეული AI ტექნოლოგიით და ბევრი სხვა წვრილმანი სიახლე. 🙂

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close