Androidბლოგიმობილური სამყაროტექსტური

Royole FlexPai: მსოფლიოში პირველი საკეცი ტელეფონი 1318$-ად!

ოქტომბერში, პეკინში წარადგინეს საკეცი სმარტფონი, რომელიც ტაბლეტად იშლება. ეს გახლავთ Royole FlexPai, რომელმაც დაასწრო ისეთ ტექ გიგანტებს, როგორებიცაა Samsung-ი, LG-ი და Huawei. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Samsung-მა თავისი სამომავლო საკეცი ტელეფონის პროტოტიპი შემოგვთავაზა, თუმცა Royole FlexPai განსხვავდება იმით, რომ მომხმარებელს უკვე შეუძლია მისი წინასწარი შეკვეთების გაკეთება.  აღნიშნული სმარტფონ-ტაბლეტი ხელმისაწვდომი იქნება დეკემბრისთვის ჩინურ ოპერატორულ, China Mobile-ზე დაბლოკილი.

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში საკეცი სმარტფონის დეველოპერული მოდელის ფასი იქნება 1318$-ი, 6 გიგაბაიტი RAM-ითა და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით. ხოლო, 8 გიგაბაიტი RAM-ისა და 256 გიგაბაიტიანი შიდა მეხსირების მქონე ვარიანტი ეღირება 1469$-ი.

ტელეფონი აღჭურვილია დრეკადი 7.8 ინჩიანი 1440p რეზოლუციის AMOLED ტიპის ეკრანით. საკეცი სმარტფონი ტაბლეტად გარდაიქმნება ხელის ერთი მოძრაობით, როგორც ჩვეულებრივი წიგნის გადაშლის შემთხვევაშია. საკეცი ტელეფონის ეკრანზე ნავიგაციას შეძლებთ როგორც 16:8, ისე 16:9 ფორმატში.

Royole FlexPai-ს ეკრანის ორიენტაციის შეცვლისას პატარა გაჭედვები შეინიშნება. ასევე, ის პროტოტიპს უფრო გავს ვიდრე გასაყიდად გამოტანილ დასრულებულ პროდუქტს. სხვა მხრივ, ტელეფონი მუშაობს Android 9.0-ზე, აღჭურვილია Snapdragon-ის 8 ბირთვიან 2.8 გიგაჰერცის მქონე ჩიპსეტით. რაც შეეხება ელემენტს, 3800 მილიამპერს შეადგენს.

Royole FlexPai ორ სიმ ბარათიანია, აქვს თითის ბიომეტრიული სკანერი, იმუხტება USB-C კაბელით და არ აქვს ყურსასმენების 3.5მმ-იანი ბუდე. ტელეფონში ვხვდებით ორ კამერიან სისტემას: ერთი ფართო კუთხის 16 მეგაპიქსელიანია, ხოლო მეორე – 20 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო. საბოლოო ჯამში, კომპანია პირველია, რომელმაც დაასწრო წამყვან ტექ გიგანტებს და გასაყიდად გამოუშვა ახალი ტრენდული სმარტფონ-ტაბლეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ დასახვეწი აქვს.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close