მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung-ის ახალი საშუალო კლასის სმარტფონი სრულიად უჩარჩოო ეკრანით

Samsung-ი იანვარში ახალ საშუალო კლასის სმარტფონს Galaxy A8s-ს წარმოგვიდგენს, რომელსაც სრულიად უჩარჩოო ეკრანი ექნება, ხოლო კამერის ადგილი ეკრანში ამოჭრილი და არა შეჭრილი. მის შემადგენლობაში ასევე ვიხილავთ Snapdragon 710-ის 10 ნანომეტრიან ჩიფსეტს და 3000 მილიამპერიან ბატარეას. ამ ეტაპზე სხვა ტექნიკური მახასიათებლები უცნობია, თუმცა ამ ახალი მოდელით Samsung-ი შეეცდება საშუალო კლასის სეგმენტში ჩინურ ბრენდებს კონკურენცია გაუწიოს და არ დაკარგოს ბაზარი.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ Samsung-ისგან 3 და 4 კამერიანი საშუალო კლასის სმარტფონები უკვე ვიხილეთ, მსგავსი ნაბიჯი არც Galaxy A8s-ზე არის გამორიცხული. ასევე ნახსენებია ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერიც, თუმცა  A8s-ისგან განსხვავებით ფლაგმანურ მოდელზე ბიომეტრიული სკანერის გაუმჯობესებულ ვარიანტს ვიხილავთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close