ბლოგიკომბიუტერული სამყაროსიახლეებიტექსტური

Samsung-ის ახალი, სწრაფი 4TB SSD მეხსიერება

Samsung-მა დაანონსა 4TB სამომხმარებლო SSD-ის მასობრივი წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ლეპტოპებისა და სხვა მოწყობილობების მეხსიერების გაუმჯობესებას. ფასების თაობაზე კომპანიას ოფიციალურად არ განუცხადებია. თუმცა, ამჟამად მისი 4TB 860 Evo 1000$ ღირს. შედარებისთვის, 4TB მექანიკური დისკის შეძენა 100$-ადაა შესაძლებელი.

ახალ SSD-ში პირველად ვხვდებით 4 ბიტის ოთხ დონიან QLC ტექნოლოგიას. 4TB-იანი (ტერაბაიტი) ვერსია საერთო ჯამში იყენებს 32 128GB-იან (გიგაბაიტიან) ჩიპებს. ძველი 850 Evo დისკის პერმორმანსს რაც შეეხება, წაკითხვის სისწრაფე აქვს 540MB/s, ხოლო ჩაწერის – 520MB/s (მეგაბაიტი წამში). Samsung-ი იუწყება, რომ თავისი ახალი ტექნოლოგია მეხსიერების უჯრედების პრობლემის თავიდან არიდებას უზრუნველყოფს.

2018 წლის ბოლოსკენ, კომპანია გეგმავს წარმოადგინოს 1TB, 2TB და 4TB SSD-ები 2.5 ინჩიანი (6.35სმ) ფორმის ფაქტორით (ლეპტოპებზე მორგებული). ამავე წელს Samsung-ი შემოგვთავაზებს M.2 NVMe SSD-საც ინტერპრაიზისთვის. ასევე კომპანია იმედოვნებს, რომ გამოიყენებს ტექნოლოგიას, რომლითაც სმარტფონებისთვის განკუთვნილ 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათების წარმოებას შეძლებს.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close