თვისმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung-ის და Sony-ს უნივერსალური სმარტფონები 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით: დიდი სურპრიზი ტექნოლოგიურ სამყაროში

გასულ წელს Samsung-მა უჩარჩოო ეკრანების ტრენდი წამოიწყო, რომელიც წარმატებით გრძელდება, მაგრამ გაყიდვების მიხედვით თუ ვისაუბრებთ, Galaxy S9 ვერ აღმოჩნდა ისეთივე წარმატებული სმარტფონი, როგორიც იყო Galaxy S8! მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რაც გველოდება ახალ მოდელში, რომელიც უნივერსალური სმარტფონის სტატუსით წარდგება. როგორც აღმოჩნდა, Samsung-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემოთავაზებულ სმარტფონს სრულიად განსხვავებული მახასიათებლები ექნება.

Samsung-ი ერთადერთი არ არის, რომლისგანაც უნივერსალურ სმარტფონს უნდა ველოდოთ! საუბარია Sony-ს უნივერსალურს სმარტფონზეც, რომელსაც Sony-ს ფანებიც და კრიტიკოსებიც ლამის საუკუნეა ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ Xperia-ს სმარტფონს X1-ს 10 წელი ოქტომბერში უსრულდება, უნივერსალურ სმარტფონს თებევრლამდე ვერ ვიხილავთ. გთავაზობთ დეტალებს ბრენდების მიხედვით.

SAMSUNG

ინსაიდერების ინფორმაციებზე დაყრდნობით ახალ დიზაინში ახალი Galaxy Z სერიაც იქნება წარმოდგენილი, რომელშიც ვიხილავთ სრულიად უჩარჩოო დიზაინს, წინა პანელზე მხოლოდ ეკრანი და პატარა კამერის ჭრილი იქნება. ასევე ცნობილია კამერის მახასიათებლებიც, აქ უკვე შევხდებით ორმაგი 18 და 24 მეგაპიქსელიან 1/1.63 დიუმის ზომის სენსორს,ალბათ გაგრძელდება ცვლადი ლინზების ტრადიციაც(რაც Huawei P20 Pro-ს სენსორზე უფრო დიდია). თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი ეკრანში იქნება ჩაშენებული, ასევე ვიხილავთ 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის Exynos-ის ახალ ჩიფსეტს, შეიცვლება სამომხმარებლო ინტერფეისი და Super AMOLED ტიპის ეკრანის ნაცვლად უნდა ველოდოთ MicroLED ტიპის ეკრანს, რაც მომავლის ტექნოლოგიია და ბატარეას ენერგიის დაზოგვაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

SONY

Xperia-ს ყველაზე პოპულარული სმარტფონების სერია “PREMIUM” გახლავთ, თუმცა ახალ უნივერსალურ სმარტფონში ვიხილავთ ახალ სახელს და 2019 წლიდან მხოლოდ ამ ფლაგმანური სმარტფონის გაგრძელებას ვიხილავთ, არ იქნება საშუალო კლასის და ბიუჯეტური სმარტფონების სერია(XA,L,R და ა.შ.). ჩემს სტატიებს ვინც კითხულობს, აუცილებლად ეცოდინება Sony-ს მომავალი სმარტფონის დიზაინის სახელი “MIRAI”, რომელზეც სრული მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია რამდენიმე დეტალი! მას ექნება სრულიად უჩარჩოო დიზაინი ეკრანის 97 პროცენტიანი თანაფარდობით კორპუსთან, ეკრანში ჩამალული წინა კამერა ეკრანში ჩაშენებულ ბიომეტრიულ სკანერთან ერთად(ადრეც ვისაუბრე სიახლეზე, რომ Sony უკვე 2012 წლიდან ტესტავს აღნიშნულ ტექნოლოგიას), აკუსტიკური აუდიო სისტემა(ანუ დინამიკებს ვერ დავინახავთ! აკუსტიკური დინამიკები გვხდება Sony-ს ტელევიზორებში), 4K+ რეზოლუციის 18:9 ფორმატიანი 6.4 დიუმიანი RGBW OLED ეკრანი. კამერაშიც დიდი სიახლეა, მიუხედავად იმისა, რომ XZ2 Premium-ში კამერის სუპერ მახასიათებლები ვიხილეთ (ორმაგი დიდი სენსორის მქონე კამერა,რომელიც ერთდროულად მუშაობს, ISO51200, AUBE პროცესორი, 1GB DRAM კამერის მეხსიერება, 4K HDR ვიდეო გადაღება,Super SloMo 960 კადრით წამში FHD რეზოლუციით და დიდი ზომის პიქსელები), შემოთავაზებული იქნება გიგანტური 1 დიუმის ზომის კამერის სენსორი, რაც ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება.

Sony თავისი ახალი სმარტფონისთვის Qualcomm-თან ერთად მუშაობს Snapdragon 855-ის სპეციალურ ვერსიაზე, რომელიც ახალი 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარდგება.

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close