მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung-ის ინოვაციური პროგრამა: გაცვალე შენი სმარტფონი ახალ ფლაგმანზე!

Samsung Georgia-მ ტექნოლოგიურ სამყაროში კარგად ნაცნობი, მაგრამ საქართველოსთვის ახალი ინოვაციური  “Trade In” მროგრამა დაიწყო, რომელიც გულისხმობს ძველი Samsung-ის სმარტფონის სანაცვლოდ შესაბამისი ფასდაკლების მიღებას.

Galaxy S9 ან S9+-ის შეძენის სურვილის შემთხვევაში ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი სმარტფონები: Galaxy S6-ის სერია, Galaxy S7-ის სერია, Galaxy S8-ის სერია, Galaxy Note 5 და Galaxy Note 8.

Image

რა არის Trade-In?

Trade-In – არის სისტემა, რომლის ფარგლებში თქვენ შეძლებთ ფასდაკლების მიღებას ძველი სმარტფონის ჩაბარების გზით, და ამ ფასდაკლების გამოყენებას ახალი სმარტფონის ყიდვისას. გამოიყენეთ Trade-In კალკულატორი, მაქსიმალური ფასდაკლების გასაგებად.

ნაბიჯი 1

მოიტანეთ ძველი სმარტფონი დიაგნოსტიკის ჩასატარებლად Samsung-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში ან Samsung-ის ბრენდ მაღაზიაში.

ნაბიჯი 2

გადაეცით მოწყობილობა დიაგნოსტიკის ჩასატარებლად იმისათვის, რომ გაიგოთ რა თანხით შეფასდება თქვენი ტელეფონი.
დიაგნოსტიკა ტარდება ადგილზე თქვენი თანდასწრებით და საჭიროებს 10-15 წუთს. შეფასება კი დამოკიდებულია სმარტფონის მოდელსა და მდგომარეობაზე.

ნაბიჯი 3

ჩაბარებული სმარტფონის ღირებულება გამოიყენეთ, როგორც ფასდაკლება, ახალი ფლაგმანის Galaxy S9 | S9+ შესაძენად.
გადაიხადეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი მეთოდით – ნაღდი ანგარიშსწორებით, პლასტიკური ბარათით, ან გააფორმეთ განვადება.

Trade-In კალკულატორი

გამოიყენეთ Trade-In კალკულატორი, მაქსიმალური ფასდაკლების გასაგებად.
Trade-In აქციით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სიაში მითითებულ მოდელებზე.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს: Galaxys9.ge

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close