მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung-ის საკეცი სმარტფონი 1850 ამერიკული დოლარი ეღირება

Samsung-ის საკეც სმარტფონზე ინფორმაციები ისევ გრძელდება და ბოლოს გავრცელებული ინფორმაციებიდან, მას დახურულ კარს მიღმა CES-MWC 2019-ის ღონისძიებებზე წარადგენენ და მისი ოფიციალური წარდგენა 2019 წლის პირველი ნახევრის ბოლოს მოხდება.

Samsung-ის საკეცი სმარტფონი Galaxy X სახელით არის ცნობილი, მას ორმაგი 4.5 დიუმიანი ეკრანი ექნება(ჯამში 7.3 დიუმიანი ეკრანი), თუმცა ჯერჯერობით უცნობია ეს ორი ეკრანი ერთი მთლიანი ეკრანის გადაკეცილი ვარიანტი არის თუ განცალკავებულია ერთმანეთისგან ZTE Axon M-ის მსგავსად.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Galaxy X-ის გაყიდვების რაოდენობა 2019 წელს დაახლოების 300 000-500 000-ს შეადგენს.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close